ოქმი N 33

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის

სხდომის

 

ოქმი N 33 

14 მაისი, 2012 . 1600. სთ.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (#317)

 

სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დევი ოვაშვილი.

 სხდომას ესწრებოდნენ :

                                                 კომიტეტის წევრები - რატი სამყურაშვილი, გურამ კაკალაშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, ელგუჯა მაკარაძე, თენგიზ სხირტლაძე.

 სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:    ნუგზარ წიკლაური, ეკატერინე ხერხეულიძე, ლაშა დამენია, გიორგი ახვლედიანი.

                                                   სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

 სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :  

         კახაბერ ანჯაფარიძე –იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის                                         მოადგილე (მომხსნებელი), კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომაგენლები.

 

    

საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ ანჯაფარიძის, ზვიად კუკავასა და პავლე კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“

           მომხსენებელი: 

კახაბერ ანჯაფარიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის

                                         მოადგილე                                

              სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

 

         სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ   საკითხთან დაკავშირებით,

           მოისმინეს კახაბერ ანჯაფარიძის ინფორმაცია. მან დეტალურად ისაუბრა წარმოდგენილ კანონის პროექტზე, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის საქართველოს რამოდენიმე საკანონმდებლო აქტში. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებული ცვლილება ადგენს მოქალაქეობის არმქონე პირის დეფინიციას, რომელიც სრულად შეესაბამება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შესახებ გაეროს 1954 წლის კონვენციით დადგენილი განმარტებას.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტით ფართოვდება უცხოელებზე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლები.

მთელი რიგი ცვლილებები შედის „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში. მათ შორის იცვლება სტატუსის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი. სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა ან მისი შემცვლელი დოკუმენტი სტატუსის მინიჭების მიზნისთვის არ იქნება სავალდებულო წესით წარსადგენი, თუმცა კანონპროექტის თანახმად დასაშვებია შესაძლებლობა სხვა სავალდებულო დოკუმენტებთასნ ერთად წარმოდგენილ იქნას დაბადების მოწმობა ან მისი შემცვლელი დოკუმენტი.           

კახაბერ ანჯაფარიძემ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა

კომიტეტმა გადაწყვიტა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ ანჯაფარიძის, ზვიად კუკავასა და პავლე კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს: „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

  

სხდომის თავმჯდომარე                                         ნუგზარ წიკლაური

 

სხდომის მდივანი                                                       ნათია გოგუა

 
modules