| ოქმი N 34 |
|
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომის ოქმი N 34 18 მაისი 2012 წ. 14.00. სთ. მთავრობის კანცელარიის შენობა
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარს მოადგილე რატი სამყურაშვილი სხდომას ესწრებოდნენ : კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, გურამ კაკალაშვილი, თენგიზ სხირტლაძე, ჯაბა მაღლაკელიძე (ეკატერინე ხერხეულიძის ადგილმონაცვლე),ირაკლი კენჭოშვილი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - ნუგზარ წიკლაური, გიორგი ახვლედიანი, ელგუჯა მაკარაძე. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელი: პაპუნა დავითაია – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. პაპუნა დავითაიას თქმით, კანონპროექტის მიხედვით, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის მე–2 პუნქტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან მისი მშობლიური ენის ქართველურ–კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა გადაეცემა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, მიზანშეწონილია კანონის მე–5 მუხლიდან „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების ამოღება, რაც ასევე გამოიწვევს ცვლილებასა მე–6 მუხლის მე–10 ქვეპუნქტში. ზემოხსენებული ცვლილებებიდან გამომიდინარე ცვლილება ასევე შედის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტშიც, რომლის თანახმადაც მოთხოვნილ დოკუმენთა ჩამონათვალს, შესაძლებელია ასევე თან დაერთოს, დოკუმენტი ან მტკიცებულება, პირის საქართველოდან წარმომავლობისა ან მისი მსობლიური ენის ქართველურ–კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დასადასტურებლად. ამასთან, კანონის მე–4 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი არასრულწლოვან პირს მიენიჭება ერთ–ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე. რატი სამყურაშვილის განცხადებით, კანონპროექტის პირველი მუხლის მე–3 პუნქტი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ ანჯაფარიძის, ზვიად კუკავასა და პავლე კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/608; 04.05.2012) მე–12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტებს შესაძლებელია დაერთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა ან დაბადების მოწმობის შემცვლელი დოკუმენტი, იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დახასიათება-შუამდგომლობა, რომლის წევრიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი, ასევე დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას“. აღნიშნულის გათვალისწინებით დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს: ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/449; 02.05.2012) და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი პირველი მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
სხდომის თავმჯდომარე რატი სამყურაშვილი სხდომის მდივანი გიორგი მეხრიშვილი |






