ოქმი N 35

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის

სხდომის

 

 

 

 

ოქმი N 35

 

 

24 მაისი, 2012 . 1430. სთ.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (#317)

 

 

სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარნუგზარ წიკლაური.

 

სხდომას ესწრებოდნენ :

 

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, რატი სამყურაშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, თენგიზ სხირტლაძე.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ელგუჯა მაკარაძე, გურამ კაკალაშვილი, ლაშა დამენია, გიორგი ახვლედიანი.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :  

 

         ირაკლი ნადირაძე – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (მომხსნებელი), კომიტეტისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომაგენლები.

 

     წე

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – პირველი მოსმენით განხილვა

            მომხსენებელი:

 

ირაკლი ნადირაძე – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო

                                       მინისტრის მოადგილე                                

                          

 

 

                                  სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

         სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ   საკითხთან დაკავშირებით,

           მოისმინეს ირაკლი ნადირაძის ინფორმაცია. მან დეტალურად ისაუბრა წარმოდგენილ კანონის პროექტებზე, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და და ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონში.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის სახელმწიფო სამსახურში დასაქმების უზრუნველყოფის აუცილებლობამ განაპირობა. ცვლილების თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას, შეიძლება მიღებულ იქნეს საჯარო სამსახურში მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მათთვის გარკვეული შეზღუდვებიც წესდება, კერძოდ, ისინი ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობებს.

 

ნუგზარ წიკლაურმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ინიციტივა და აღნიშნა, რომ ცლილების შედეგად შესაძლებელი იქნება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირების ინტელექტუალური პოტენციალი ქართულ სახელმწიფოს და მის შემდგომ განვითარებას მოხმარდეს.

 

           

კომიტეტმა გადაწყვიტა

 

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტებს და მომზადებულად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირევლი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                         ნუგზარ წიკლაური

 

 

სხდომის მდივანი                                                        ნათია გოგუა

 
modules