ოქმი N 23

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათაევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომის 

ოქმი    N 23

16 დეკემბერი, 2011 წ.  16.00. სთ.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

სხდომას უძღვებოდნენ:

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, (სხდომის თავმჯდომარე),  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი სამყურაშვილი

 

სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი,  ლაშა დამენია, ირაკლი კენჭოშვილი,  ეკატერინე ხერხეულიძე, თენგიზ სხირტლაძე,

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ -  ნუგზარ წიკლაური, გურამ კაკალაშვილი, ელგუჯა მაკარაძე, გიორგი ახვლედიანი.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :

ირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე.

           

            კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

 

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი დავით ბაქრაძის კანდიდატურის განხილვა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე;

            2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ილია გიორგაძის კანდიდატურის განხილვა რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.

          მომხსენებელი:

 

 ირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე            

        

                                  სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

          სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით,

            მოისმინეს დავით ბაქრაძის ხედვა საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს მომავალი თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია საბერძნეთთან სატრანსპორტო ურთიერთობის, ტურისტული მიმოსვლის გაძლიერება. საბერძნეთის რეპუბლიკასთან ურთიერთობის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება კულტურული ღონისძიებებისა ჩატარებას. დავით ბაქრაძის განცხადებით საბერძნეთის სოფლის მეურნეობის განვითარება აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სოფლის მეურნეობის საკეთილდღეოდ. კერძოდ მათი აგროტექნოლოგიის გაზიარება ჩვენთვის. რაც შეეხება ტურიზმს, საბერძნეთში არსებობს სასწავლო დაწესებულებები, სადაც გაგზავნილი უნდა იქნენ  ჩვენი წარმომადგენლები მთლიანი სისტემის შესასწავლად, რათა მომავალში მათი გამოცდილება გაზიარებული და გამოყენებული იქნას საქართველოს ტურიზმის სფეროში.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით,

მოისმინეს ილია გიორგაძის ხედვა რუმინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის შესახებ. მისი განცხადებით პრიორიტეტული იქნება 2012 წლიდან ნატო – ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის მხარდაჭერის მოპოვება და თანამშრომლბის გაზრდა, ტურისტული მიმოსვლისა და სატრანსპორტო ურთიერთობის გაძლიერება.

მომსხენებლის განცხადებით ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ახერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთის გაზსადენის პროექტზე მუშაობა, რომელსაც ცოტა ხნის წინ უნგრეთიც შეუერთდა.       

 

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.

კომიტეტმა გადაწყვიტა          

            დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს:

საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ დავით ბაქრაძის კანდიდატურას საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე;

საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ილია გიორგაძის კანდიდატურას რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.

                             

სხდომის თავმჯდომარე                                          ნუგზარ წიკლაური

სხდომის მდივანი                                                         ბექა ბიძინაშვილი

 
modules