| ოქმი N 21 |
|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომის
ოქმი N 21 29 ნოემბერი, 2011 წ. 14.00. სთ. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი სხდომას უძღვებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი სამყურაშვილი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია (სხდომის თავმჯდომარე).
სხდომას ესწრებოდნენ : კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, ლაშა დამენია, თენგიზ სხირტლაძე, ირაკლი კენჭოშვილი, გურამ კაკალაშვილი, ელგუჯა მაკარაძე. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ნუგზარ წიკლაური, ეკატერინე ხერხეულიძე, გიორგი ახვლედიანი. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ : მოწვეული ექსპერტები, კავკასიოლოგები, კომიტეტისა და კომისიის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი სატელევიზიო პროექტის ”ჩვენ, კავკასიელები” განხილვა მომხსენებელი:
შოთა მალაშხია – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ. მან თავდაპირველად აღნიშნა, რომ ”საზგადოებრივმა მაუწყებლის” დოკუმენტური ფილმების სტუდიამ წარმატებით დაასრულა პროექტ ”ოკუპაციის” ფარგლებში ფილმების გადაღება. ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ მას დადებითი გამოხმაურება აქვს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთშიც. შოთა მალაშხიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ახალი სატელევიზიო პროექტი "ჩვენ კავკასიელები" და ისაუბრა ამ პროექტის ფარგლებში გადასაღები ფილმების შესახებ. აღნიშნულ ფილმებს კომისიის დაკვეთით საზოგადოებრივი ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების სტუდია მოამზადებს. კომისიის თავმჯდომარის, განმარტებით, პროექტით გათვალისწინებულია ჩრდილო კავკასიის ტერიტორიის მკვიდრი ხალხის, მათი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წარმოჩენა. საგანგებოდ გამახვილდება ყურადღება ჩრდილოკავკასიელ ხალხთა წინაშე მეფის რუსეთის, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთის მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე. ფილმებში გამოყენებული იქნება მხოლოდ დოკუმენტური კადრები. სულ სხდომის თავმჯდომარის განცხადებით გადაღებული იქნება 11 ფილმი. სხდომის მასალებში, რომლებიც გასაცნობად და შენიშვნებისთვის დაურიგდა დამსწრე საზოგადოებას წარმოდგენილი იყო ამ ფილმების თემატიკა და სათაურები. რატი სამყურაშვილმა პროექტ "ოკუპაციის" ფარგლებში გადაღებულ ფილმებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ფილმებში სრულყოფილად არის ასახული საბჭოთა კავშირის მხრიდან სხვადასხვა სახელმწიფოების ოკუპაციის შემთხვევები. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის ოკუპანტურ პოლიტიკას დღევანდელი რუსეთის ხელისუფლებაც აგრძელებს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ვრცლად ისაუბრა ახალ პროექტზე "ჩვენ კავკასიელები" და მის მნიშვნელობაზე კომიტეტისთვის და ზოგადად ქვეყნისათვის. სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ კავკასიოლოგები, ისტორიკოსები ექსპერტები და დარგის სპეციალისტები. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა მოიწონეს ახალი სატელევიზიო პროექტი ”ჩვენ, კავკასიელები” და შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში წარმოადგინონ წინადადებები პროექტთან დაკავშირებით. სხდომის თავმჯდომარე რატი სამყურაშვილი სხდომის მდივანი ნათია გოგუა |






