| ოქმი N 19 |
|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის
ოქმი N 19 10 ნოემბერი, 2011 წ. 14.00. სთ. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
სხდომას უძღვებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური (სხდომის თავმჯდომარე), იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ :
კომიტეტის წევრები - რატი სამყურაშვილი, ლაშა დამენია, თენგიზ სხირტლაძე, გურამ კაკალაშვილი, ელგუჯა მაკარაძე.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: დევი ოვაშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, გიორგი ახვლედიანი.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ : პაპუნა დავითაია – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ირაკლი ნადირაძე – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომიტეტებისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვა.
მომხსენებელი:
პაპუნა დავითაია – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მნიშვნელობაზე. დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ინიციატივა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით,
პაპუნა დავითაიამ კომიტეტის მიერ მესამე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს მთვარობის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტები: ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციებისშესახებ’’, ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,სპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’. აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა. კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთვარობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულსაქართველოს კანონის პროექტებს: ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’, ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,სპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლიელების შეტანის თაობაზე’’ და მიზანშეწონილად მიიჩნევს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე მეორე მოსმენით მის განხილვას.
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური
სხდომის მდივანი ნათია გოგუა |






