ოქმი N 15

საქართველოს პარლამენტის  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა,  საგარეო  ურთიერთობათა და  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომის

 
ოქმი    N 15

28 სექტემბერი, 2011 წ.  13.00. სთ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი

სხდომას უძღვებოდნენ:

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, (სხდომის თავმჯდომარე),  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.

 

სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი,  ირაკლი კენჭოშვილი, გურამ კაკალაშვილი, ლაშა დამენია, ელგუჯა მაკარაძე.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ -  რატი სამყურაშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, თენგიზ სხირტლაძე, გიორგი ახვლედიანი.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :

         რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე           

           

            კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

 

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება)" – განხილვა

                               მომხსენებელი:

                   რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

                    

                                   სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

          სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან  დაკავშირებით,

            მოისმინეს რუსუდან კემულარიას ინფორმაცია. მან წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება)". ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, რუსუდან კემულარიამ კომიტეტების წევრებს დეტალურად გააცნო აღნიშნული ხელშეკრულების დეტალები, კერძოდ აღნიშნული ხელშეკრულება არის 25 წლიანი, საიდანაც 5 წელი არის შედარებით შეღავათიანი პერიოდი. 2009–2010 წლებში უკვე განხორციელდა აღნიშნული სასესხო შეთანხმების პირველი და მეორე ფაზები რომლის ფარგლებში საქართველომ 90 მლნ და 51 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი დაფინანსება მიიღო. მოცემული ხელშეკრულება კი წარმოადგენს მესამე ფაზას.

            წინამდებარე შეთანხმება საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის გაფორმდა 2011 წლის 15 სექტემბერს. აღნიშნული კრედიტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტის დაფინანსების წყაროს, რომელიც მიმართულია განხორციელებული რეფორმების დასაფინანსებლად.  აქედან გამომდინარე  არაა ხელშეკრულებაში კონკრეტულად გაწერილი, თუ რა პროექტები დაფინანსდება აღნიშნული კრედიტით. აღნიშნული სესხის ოდენობას წარმოადგენს 40 000 000 (ორმოცი მილიონი) ლარი, რომელიც ძირითადად მოხმარდება საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ამ პროცესთან დაკავშირებული რეფორმების დაფინანსებას.

            საქართველო კრედიტს დაფარავს ეტაპობრივად ხელშეკრულებით გაწერილი გრაფიკის მიხედვით.

           

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.

კომიტეტმა გადაწყვიტა          

            დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ ხელშეკრულებას "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება)" და მიზანშეწონილად მიიჩნევს მის რატიფიცირებას პარლამენტის მიერ.

                             

სხდომის თავმჯდომარე                                          ნუგზარ წიკლაური

სხდომის მდივანი                                                         ბექა ბიძინაშვილი

 
modules