| ოქმი N 14 |
|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის
ოქმი N 14 13 სექტემბერი, 2011 წ. 14.00. სთ. პირველი რესპუბლიკის დარბაზი სხდომას უძღვებოდნენ: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი (სხდომის თავმჯდომარე), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.
სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები - ირაკლი კენჭოშვილი, ლაშა დამენია, ეკატერინე ხერხეულიძე, გურამ კაკალაშვილი, თენგიზ სხირტლაძე, ელგუჯა მაკარაძე. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - დევი ოვაშვილი, რატი სამყურაშვილი, გიორგი ახვლედიანი. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :
დიმიტრი შაშკინი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (მომხსენებელი), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებისა და საჯარო სკოლების პროფესორ-მასწავლებლები; კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განვლილ სასწავლო წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია
მომხსენებელი:
დიმიტრი შაშკინი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. გიორგი გაბაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიღწევებზე. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს დიმიტრი შაშკინის ინფორმაცია. მან ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის სექტემბერ–დეკემბრის მთავარ პრიორიტებებზე. ესენი გახლავთ: სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა; სასკოლო სახელმძღვანელოების დაბალი ფასების უზრუნველყოფა; ახალი სკოლებისა და კოლეჯების გახსნა; საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; ნეტბუქები პირველკლასელებისა და მათი პედაგოგებისთვის და, ასევე, პორტატული კომპიუტერები წარჩინებული მოსწავლეებისათვის. მინისტრის განცხადებით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთელ ქვეყანაში ინგლისური ენის შესწავლას, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და სხვა არაქართულენოვან სასწავლებლებში ქართული ენის გაძლიერებულ სწავლებას. ასევე, პრიორიტეტულადაა მიჩნეული პროფესიული სწავლების ხელშეწყობა და მანდატურების კვალიფიკაციის ამაღლება. მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა თითოეული ამ საკითხის და სხვა განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. მისი განცხადებით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამ სასწავლო წელს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით განხორციელდება, გაისად კი, ანალოგიური გეგმა მეშვიდე-მეთორმეტე კლასებისთვის მომზადდება. დიმიტრი შაშკინმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. სხდომის თავმჯდომარემ განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მუშაობა დადებითად შეაფასა და მის ხელმძღვანელს, დიმიტრი შაშკინს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა მოიწონეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2011 წლის სექტემბერ-დეკემბრის მთავარი პრიორიტეტები.
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური სხდომის მდივანი ნათია გოგუა |






