| ოქმი N 12 |
|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომის ოქმი N 12 23 ივნისი, 2011 წ. 1300. სთ. პირველი რესპუბლიკის დარბაზი სხდომას უძღვებოდნენ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ქავთარაძე (სხდომის თავმჯდომარე), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კენჭოშვილი.
სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, რატი სამყურაშვილი, გურამ კაკალაშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ლაშა დამენია, ელგუჯა მაკარაძე, თენგიზ სხირტლაძე, ირაკლი კენჭოშვილი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა - გიორგი ახვლედიანი. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :
ირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე (მომხსენებელი); კონსტანტინე გამსახურდია – ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში (ITD) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი, მამუკა გამყრელიძე, ნიკოლოზ რთველიაშვილი, გიორგი ბადრიძე, კონსტანტინე ქავთარაძე, ალექსანდრე ნალბანდოვი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების თანამდებობებზე დასანიშნად წარმოდგენილი კანდიდატები; კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში (ITD) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდიას კანდიდატურის განხილვა; 2. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მამუკა გამყრელიძის კანდიდატურის განხილვა; 3. დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ნიკოლოზ რთველიაშვილის კანდიდატურის განხილვა; 4. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის გიორგი ბადრიძის კანდიდატურის განხილვა; 5. ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კონსტანტინე ქავთარაძის კანდიდატურის განხილვა; 6. სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ალექსანდრე ნალბანდოვის კანდიდატურის განხილვა; 7. ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გიორგი ბადრიძის კანდიდატურის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წერიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოისმინეს ირაკლი გორდულაძის ინფორმაცია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში (ITD) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, დანიის სამეფოში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ფინეთის რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკაში და ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად წარმოდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცმები. სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს განსაკუთრებული როლი ეკისრება ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ელჩობის კანდიდატებს კონკრეტული წარმატებები და მიღწევები აქვთ დიპლომატიურ საქმიანობაში და მათი მოღვაწეობა საქართველოს მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს. ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა უცხოეთში არსებული ქართული დიასპორების როლზე ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაციის საქმეში და მოუწოდა ელჩობის კანდიდატებს გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გააძლიერონ კონტაქტები ქართულ სათვისტომოებთან და უზრუნველყონ მათი მჭიდრო კულტურული, ინტელექტუალური და საქმიანი კავშირები სქართველოსთან. სხდომაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების თანამდებობებზე დასანიშნად წარმოდგენილმა კანდიდატებმა წარმოადგინეს სამოქმედო გეგმები და საკუთარი ხედვები. ელჩობის კანდიდატებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები უცვლელი რჩება. საქართველოს ინტეგრირება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში კვლავაც პრიორიტეტული საკითხია. ასევე ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. მათ განაცხადეს, რომ ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირებას, ტურიზმის განვითარებას. ისინი ასევე გაატარებენ კონკრეტულ ღონისძიებებს ევროკავშირის და ადგილსამყოფელი ქვეყნების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის სათანადო შეფასებასა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა უფლებების დაცვის საკითხს. ელჩობის კანდიდატებმა ასევე აღნიშნეს, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ–ერთი ძირითადი მოვალეობაა და ისინი სათანადო ყურადღებას დაუთმობენ უცხოეთში არსებულ ქართულ სათვისტომოებთან ურთიერთობას, რათა მათ შეძლონ ფუნქციონირება და დაამყარონ მჭიდრო კულტურული, ინტელექტუალური და ბიზნეს კავშირები საქართველოსთან. ელჩობის კანდიდატებმა გამოთქვეს სურვილი აქტიურად ითანამშრომლონ საპარლამენტო კომიტეტებთან და განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები. კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი თანხმობას უცხადებს წარმოდგენილ კანდიდატურებს და მხარს დაუჭერს მათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური სხდომის მდივანი ნათია გოგუა |






