| ოქმი N 10 |
|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და განათლების,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის
ოქმი N 10 19 მაისი, 2011 წ. 16.30. სთ. პირველი რესპუბლიკის დარბაზი სხდომას უძღვებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური (სხდომის თავმჯდომარე), ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ : კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, რატი სამყურაშვილი, ლაშა დამენია, ირაკლი კენჭოშვილი, გურამ კაკალაშვილი, თენგიზ სხირტლაძე. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - ეკატერინე ხერხეულიძე, გიორგი ახვლედიანი, ელგუჯა მაკარაძე. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ : საქართველოს პარლამენტის წევრები – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხათუნა ოჩიაური, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე, ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძე, ჯონდი ბაღათურია. მოწვეული სტუმრები – მერაბ ჩუხუა – თსუ–ს პროფესორი, ექსპერტი, კავკასიოლოგი, ლაშა დარსალია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ყველაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბერიტაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსულტანტი, გივი ღამბაშიძე – "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტი, გელა ხმალაძე – "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტის მოადგილე, ბეჟან ხორავა – კავკასიოლოგი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გოჩა გუნიავა – ექსპერტი, კავკასიოლოგი, გოჩა გვარამია – დამოუკიდებელი ექსპერტი.
ჩერქეზული დიასპორული ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები, კომიტეტის აპარატის მოხელეები. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი რუსეთ–კავკასიის (1763–1864) ომის შედეგად, ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის თაობაზე რეზოლუციის მიღების საკითხი
მომხსენებელი:
ნუგზარ წიკლაური – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. ნუგზარ წიკლაურმა თავდაპირველად მადლობა მოახსენა მოწვეულ სტუმრებს და ყველა იმ მეცნიერს, რომელებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს სამეცნიერო დასკვნის მომზადებაში. აღნიშნა, რომ ჩერქეზი ხალხის გენოციდის საკითხის აქტუალობას მოწმობს ის ფაქტი რომ საქართველოს პარლამენტის 4 კომიტეტი ჩაერთო განხილვაში. სხდომის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო 1763–1864 წლების რუსეთ– კავკასიის ომის შედეგად რუსეთის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის აღიარების თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი. მან კოლეგებს ის ფაქტობრივი მასალა, ისტორიული დოკუმენტები, ექსპერტთა დასკვნები და მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები გააცნო, რომელიც აღნიშნული რეზოლუციის პროექტს დაედო საფუძვლად. მისი განცხადებით, რეზოლუციის მომზადებას წინ უძღოდა საკითხის წელიწადნახევრიანი განხილვა. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში სპეციალურად შექმნილი მეცნიერებისა და ექსპერტების ჯგუფის მონაწილეობით, განიხილულ იქნა უამრავი ისტორიული მასალა და მომზადდა სამეცნიერო დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე შესაძლებელი გახადა ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარება. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის წევრებიც. მათ მადლობა მოახსენეს ნუგზარ წიკლაურს გაწეული მუშაობისთვის და ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ამ რეზოლუციის მიღებით აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. გაერთიანებული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ჩერქეზული დიასპორების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ მადლიერება გამოხატეს ქართველი ხალხისა, კონკრეტულად პარლამენტის მიმართ და აღნიშნეს, რომ ეს დღე ჩერქეზი ხალხისათვის ისტორიული დღეა, რადგან საქართველოს პარლამენტი იღებს მათთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. კომიტეტებმა გადაწყვიტეს
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანის საკითხს.
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური სხდომის მდივანი ნათია გოგუა |






