| ოქმი N 8 |
|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N 8 13 მაისი, 2011 წ. 12.00. სთ. პირველი რესპუბლიკის დარბაზი სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.
სხდომას ესწრებოდნენ : კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, რატი სამყურაშვილი, ლაშა დამენია, ირაკლი კენჭოშვილი, გურამ კაკალაშვილი, თენგიზ სხირტლაძე. საქართველოს პარლამენტის წევრები – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხათუნა ოჩიაური, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - ეკატერინე ხერხეულიძე, გიორგი ახვლედიანი, ელგუჯა მაკარაძე. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ : მერაბ ჩუხუა – თსუ– ს პროფესორი, ექსპერტი, კავკასიოლოგი, ლაშა დარსალია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ყველაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბერიტაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსულტანტი, გივი ღამბაშიძე – "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტი, გელა ხმალაძე – "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტის მოადგილე, ბეჟან ხორავა – კავკასიოლოგი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გოჩა გუნიავა – ექსპერტი, კავკასიოლოგი, გოჩა გვარამია – დამოუკიდებელი ექსპერტი. კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ჩერქეზთა გენოციდის თაობაზე სამეცნიერო დასკვნის განხილვა
მომხსენებლები: ნუგზარ წიკლაური – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მერაბ ჩუხუა – თსუ– ს პროფესორი, ექსპერტი, კავკასიოლოგი. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებულმა ჩერქეზთა დიასპორებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნით წელიწადნახევრის წინ მიმართეს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართველმა მეცნიერებმა საკმაოდ ყოვლისმომცველი და მასშტაბური კვლევა განახორციელეს, რაც მდიდარ დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა. სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩერქეზთა გენოციდის თაობაზე მომზადდა სამეცნიერო დასკვნა, რომელსაც მომხსენებელი მერაბ ჩუხუა თავად წარმოადგენს. ეს ნაშრომი დეტალური გაცნობისათვის კომიტეტის წევრებს გადაეცემათ, რის შემდეგაც ამ საკითხთან მიმართებაში კონკრეტულ გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კომიტეტის წევრების მხარდაჭერის შემთხვევაში, კომიტეტი საკითხს განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კავკასიოლოგმა მერაბ ჩუხუამ წარმოადგინა სამეცნიერო დასკვნა, რომელიც ისტორიული დოკუმენტებს, სხვადასხვა თაობის ექსპერტთა დასკვნებს, რუსულ, ჩერქეზულ თუ სხვა წყაროებს ეფუძნება. სამეცნიერო ნაშრომი ცალსახად მიანიშნებს რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთათვის გენოციდის მოწყობას. მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ფაქტობრივი მასალა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ მე–19 საუკუნეში, 1763–1864 წლებში, რუსეთის იმპერიის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ საგანგებოდ იქნა წინასწარ ჯერ დაგეგმილი და შემდეგ განხორციელებული ჩერქეზთა ტერიტორიების ეთნიკური ნიშნით წმენდა. მისივე თქმით, მრავალჯერადი სამხედრო ოპერაციების შედეგად, ფიზიკურად განადგურდა და სამშობლოდან განიდევნა მოსახლეობის 90%–ზე მეტი, ჩერქეზებისგან დაცლილ ტერიტორიაზე კი მიზანმიმართულად ჩასახლეს კაზაკები და რუსები. რუსეთის მიერ წარმოებული დამპყრობლური ომების პერიოდში ჩერქეზი ხალხის გენოფონდის საერთო დანაკარგმა მოკლულის სახით მთლიანი მოსახლეობის 20%–ზე ბევრად მეტი შეადგინა. ამიტომ, ამ ქმედებას აშკარად გამოკვეთილი გენოციდის კვალიფიკაცია ეძლევა. დასასრულს, ნუგზარ წიკლაურმა მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და ყველა იმ მეცნიერს, რომელებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს სამეცნიერო დასკვნის მომზადებაში. აღნიშნა, რომ ეს ნაშრომი მისცემს ყველას საშუალებას რეალურად შეაფასოს ისტორიული ფაქტები. კომიტეტის წევრებს მოუწოდა შემდგომ სხდომამდე, რომელზეც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებით, სრულფასოვნად გაეცნონ სამეცნიერო დასკვნას. კომიტეტმა გადაწყვიტა
1. კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ჩერქეზთა გენოციდის თაობაზე წარმოდგენილი სამეცნიერო დასკვნა.
სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური სხდომის მდივანი ნათია გოგუა |






