| ოქმი #7 |
|
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი #7 2011 წლის 5 აპრილი სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ეკატერინე ხერხეულიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, არმენ ბაინდურიანი, რამინ ბაირამოვი, ისვახან შამილოვი, ნაულჯანაშია.ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: მარიკა ვერულაშვილი, ემზარ გელაშვილი სხდომას ესწრებოდა: პავლე კუბლაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები. დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ" და "საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტები. 1. მოისმინეს: პავლე კუბლაშვილის ინფორმაცია "სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ" და "საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტებზე. საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებმაც საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ქვეყნის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოიტანეს კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, შეღავათები დაუწესდებათ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნულ პირებს შეღავათები ჯერ კიდევ 2008 წელს მიღებული ანალოგიური კანონით დაუწესდათ, თუმცა მაშინ ლეგალიზაციის ვადა 5 თვემდე იყო შეზღუდული. წარმოდგენილი კანონპროექტით, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირებიც, რომლებმაც 2007–2009 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციამდე არ შეასრულეს ვალდებულებები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსპორტის შემოტანისთვის კანონმდებლობით იყო განსაზღვრული. გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის თავმჯდომარე: ლ. თორდია სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე |






