ოქმი #6

 

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #6

                                                                                                                                                                                                                             2011   1 აპრილი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ეკატერინე ხერხეულიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე,  არმენ ბაინდურიანირამინ ბაირამოვიემზარ გელაშვილიისვახან შამილოვი,

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: მარიკა ვერულაშვილინაულ ჯანაშიაჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი.

სხდომას ესწრებოდნენვახტანგ ბალავაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, პაპუნა პეტრიაშვილი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩახნაშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები.

დღის წესრიგი

1.       საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (№07-2/296; 28.03.11);

2.       საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (№07-2/293; 11.03.11);

3.       საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (№07-3/412; 09.03.11);

4.       საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კ. ანჯაფარიძისა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (№07-3/415; 11.03.11)

1. მოისმინეს:

პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაცია კანონის პროექტზე "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (№07-2/296; 28.03.11);

 

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 350 მილიონი ლარით გაიზრდება.   წარმოდგენილი პროექტის თანახმად,  შემოსავლების გაზრდის შესაბამისად  გაიზრდება ხარჯვითი ნაწილიც და ეს ზრდა პირველ რიგში სოციალურ სფეროს  შეეხება. კანონპროექტით გათვალისწინებულია პენსიონერებისა და  პირველი ჯგუფის ინვალიდებისთვის 1 სექტემბრიდან პენსიის 100 ლარამდე გაზრდა, რისთვისაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამატებით  86 მლნ. ლარი გამოეყოფა. 896,8 ათასი ლარი ტუბერკულოზის რეგიონულ პროგრამებს მოხმარდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები  15 მლნ. ლარით გაიზრდება. რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისთვის დამატებით  9 მლნ.  ლარი გამოიყოფა. კანონპროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ნაცვლად 4.5%-ისა,  5.5% იქნება, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი 4,3%–დან 3,75%–მდე შემცირდება.

გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ პროექტს

2. მოისმინეს: გიორგი ჩახნაშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტზე "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (№07-2/293; 11.03.11);

სახელმწიფოს მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ლიცენზირებულად ჩაითვლება. შესაბამისი ცვლილება "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ" კანონში შედის.

         გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

  • მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის ინფორმაცია საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (№07-3/412; 09.03.11);

კანონპროექტის თანახმად, აჟარის  თვითმმართველ  ერთეულს ენიჭება დროებითი უფლებამოსილება   სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე  საკუთარი და  დელეგირებული  ფინანსური რესურსი გამოიყენოს იმ პირთა დასახმარებლად და სოციალური თუ საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, რომლებიც იძულებით იქნენ გადაადგილებულნი თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან. დღეს მოქმედი რედაქციით, მსგავსი უფლებამისილება მინიჭებული აქვს ახალგორის, ერედვის, ქურთისა და თიღვის თვითმმართველ ერთეულებს.  

გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

  • მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კ. ანჯაფარიძისა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (№07-3/415; 11.03.11)

გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

        სხდომის თავმჯდომარე: ლ. თორდია

         სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე