| ოქმი N59 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N59 30 ივნისი, 2010წ. კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 13 საათი
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი. ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ოჩიაური ხათუნა, როინიშვილი გიორგი, ახვლედიანი გიორგი, თაქთაქიშვილი ჩიორა, მაკარაძე ელგუჯა, სტურუა ავთანდილ, შანიძე გოჩა, ჯალაღონია ედიშერ; გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; ლადო ვარძელაშვილი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატი; კომიტეტის აპარატის თანამშრომლები; მასმედიის წარმომადგენლები.
დღის წესრიგი
(გიორგი გაბაშვილი – კომიტეტის თავმჯდომარე) მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს სამთავრობო პროგრამა - "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე" და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის თანდართული შემადგენლობა". ნდობის მისაღებად კანდიდატები წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა. მოუსმინეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომელმაც ისაუბრა იმ პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია სამინისტროს მიერ. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მოიწონა წარმოდგენილი პროგრამა და მთავრობის ახალი შემადგენლობა, შესაბამისად, მხარი დაუჭირა მათ წარდგენას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად. სხდომის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი |






