ოქმი N59

საქართველოს პარლამენტის განათლებისმეცნიერებისა და კულტურის

კომიტეტის  სხდომის

ოქმი N59

30 ივნისი, 2010წ.                                                                      კომიტეტის სათათბირო ოთახი N239

13 საათი

 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი.

ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ოჩიაური ხათუნა, როინიშვილი გიორგი, ახვლედიანი გიორგი, თაქთაქიშვილი ჩიორა, მაკარაძე ელგუჯა, სტურუა ავთანდილ, შანიძე გოჩა, ჯალაღონია ედიშერ; გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; ლადო ვარძელაშვილი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატი; კომიტეტის აპარატის თანამშრომლები; მასმედიის წარმომადგენლები.

 

დღის წესრიგი

 

  • საქართველოს მთავრობის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს სამთავრობო პროგრამის - "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე" და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის თანდართული  შემადგენლობის" განხილვა.

 

(გიორგი გაბაშვილი – კომიტეტის თავმჯდომარე)

მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს სამთავრობო პროგრამა - "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე" და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის თანდართული  შემადგენლობა".

ნდობის მისაღებად კანდიდატები წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა. მოუსმინეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომელმაც ისაუბრა იმ პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია სამინისტროს მიერ.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

კომიტეტმა  მოიწონა  წარმოდგენილი პროგრამა და მთავრობის ახალი შემადგენლობა, შესაბამისად, მხარი დაუჭირა მათ წარდგენას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად.

სხდომის თავმჯდომარე                                                გიორგი გაბაშვილი

 
modules