ოქმი N58

საქართველოს პარლამენტის განათლებისმეცნიერებისა და კულტურის

კომიტეტის  სხდომის

ოქმი N58

29 ივნისი, 2010წ.     კომიტეტის სათათბირო ოთახი N239

13 საათი

 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი.

ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ოჩიაური ხათუნა, როინიშვილი გიორგი, ახვლედიანი გიორგი, ბაინდურიანი არმენაკ, თევდორაძე გოჩა, კვაჭანტირაძე თამაზ, მაკარაძე ელგუჯა, სტურუა ავთანდილ, შანიძე გოჩა, ჯალაღონია ედიშერ;  ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; კომიტეტის აპარატის თანამშრომლები; მასმედიის წარმომადგენლები.

 

დღის წესრიგი

1.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "საქართველოს საგადასახადო კოდექსი"–ს და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვა.

(ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსი".

კანონპროექტი წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ. აღინიშნა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებას, რომლის მიზანია საგადასახადო სისტემის დახვეწა და ოპტიმიზაცია დღეისათვის არსებული რეალობის გათვალისწინებით, საგადასახადო დაბეგვრისა და ადმინისტრირების გამარტივება. კომიტეტთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად წარმოდგენილი იქნა პროექტის ახალი ვერსია, რომლის თანახმად  კანონპროექტის 167-ე მუხლს, რომელშიც დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ან/და იმპორტის სახეებია განსაზღვრული, დაემატა პუნქტი - საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურება/მიწოდება დღგ-ს გდასახადისაგან გათავისუფლებულია.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის არსს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი  განხილვა პლენარულ სხდომაზე.

სხდომის თავმჯდომარე                                                  გიორგი გაბაშვილი