| ოქმი N57 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N57
28 ივნისი, 2010წ. კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 12 საათი სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი. ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ოჩიაური ხათუნა, როინიშვილი გიორგი, ახვლედიანი გიორგი, ბაინდურიანი არმენაკ, თევდორაძე გოჩა, კვაჭანტირაძე თამაზ, მაკარაძე ელგუჯა, სტურუა ავთანდილ, შანიძე გოჩა, ჯალაღონია ედიშერ; პაპუნა პეტრიაშვილი – ფინანსთა მინისტრის მოადგილე; გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი; კომიტეტის აპარატის თანამშრომლები; მასმედიის წარმომადგენლები.
დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განხილვა. (გია ხუროშვილი – საქართველოს მთავარობის საპარლამენტო მდივანი)
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განხილვა. (პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი წარმოადგინა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა. აღინიშნა, რომ კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ რეფორმებმა, რომლებიც მიმიდნარეობს სახელმწიფო მმართველობის სფეროში. საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნა ახალი - სპორ ტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, აღნიშნულმა გამოიწვია კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციებში ცვლილებები, რაც მის სახელწოდებაშიც უნდა აისახოს. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, ასევე ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამართალმემკვიდრეს, გადაეცემა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.
კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე.
მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა. აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია საქართველოს 2010 წლისსახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციული კლასიფიკაციისა და ბიუჯეტის გადასახადების დაზუსტება, რაც გამოწვეულია საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში განხორციელებულიცვლილებებით. კომიტეტის გამგებლობაში შემავალი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ჩამოყალიბდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისსამინისტროდ და შეიქმნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. განხორციელებული ცვლილებების შედეგად ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა არ ხდება და არსებული ასიგნებების ფარგლებში თანხები გადანაწილდება ორსამინისტროს შორის.
კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
სხდომის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი |






