ოქმი N56

საქართველოს პარლამენტის განათლებისმეცნიერებისა და კულტურის

კომიტეტის  სხდომის

ოქმი N56

24 ივნისი, 2010წ.                                                                      კომიტეტის სათათბირო ოთახი N239

13 საათი

 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხათუნა ოჩიაური.

ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: როინიშვილი გიორგი, ახვლედიანი გიორგი, ბაინდურიანი არმენაკთევდორაძე გოჩა, მაკარაძე ელგუჯა, სტურუა ავთანდილ, შანიძე გოჩა,ჯალაღონია ედიშერგიორგი ჩახნაშვილი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ირაკლი ღვალაძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" გენერალური დირექტორი; კომიტეტის აპარატის თანამშრომლები; მასმედიის წარმომადგენლები.

 

დღის წესრიგი

1.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" განხილვა მეორე მოსმენით.

(გიორგი ჩახნაშვილი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე)

2.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "საქართველოს საპატენტო კანონში" ცვლილებების შეტანის თაობაზე" და "დიზაინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" განხილვა მეორე და მესამე მოსმენებით.

(ირაკლი ღვალაძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" გენერალური დირექტორი)

3.      საქართველოს პარლამენტის წევრის ელ. მაკარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" განხილვა პირველი მოსმენით.

(ელგუჯა მაკარაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი)

4.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" განხილვა პირველი მოსმენით.

(გიორგი ჩახნაშვილი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე)

მოისმინეს დაჩქარებული წესით მეორე და მესამე  მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" .  

კანონპროექტი წარმოადგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა. მუხლობრივი განხილვის დროს შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით.

მოისმინეს დაჩქარებული წესით მეორე და მესამე მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები "საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და  "საქართველოს კანონში დიზაინის შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე".

კანონპროექტები წარმოადგინა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ღვალაძემ.  მუხლობრივი განხილვისას შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.

კომიტეტმა გადაწყვიტა:

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი განხილვა პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით.

 

მოისმინეს პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტის წევრის ელგუჯა მაკარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე».

კანონპროექტი წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრმა ელგუჯა მაკარაძემ. აღინიშნა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს აკრედიტებულ უმაღლეს დაწესებულებაში 2006 წლის 1 იანვრიდან 30 მაისამდე განხორციელებული სამეცნიერო დისერტაციების დაცვის შედეგად მინიჭებული მეცნერებათა კანდიდატის დიპლომის მქონე პირთა გათანაბრებას დოქტორის აკადემიურ ხარისხთან, რომელთაც მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი მოიპოვეს 2006 წლის 31 დეკემბრამდე უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისი სადისერტაციო საბჭოების შექმნის შემდგომ.

აღნიშნული დისერტაციების დაცვის დროისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წლის 1 იანვრიდან მიღებულ იქნა სადისერტაციო საბჭოს ახალი დებულება, თუმცა ძველი დებულების მოქმედება არ შეწყვეტილა და სადისერტაციო საბჭოც, რომელიც ახორციელებდა დაცვებს, არ გაუქმებულა. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე რეფორმების პირობებში, გარდამავალ ეტაპზე, რეალურად საქმიანობა არ ჰქონდა შეწყვეტილი სადისერტაციო საბჭოს, რომელიც ახორციელებდა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მინიჭებას და პარალელურად იქმნებოდა ახალი სადისერტაციო საბჭო, რომლის შექმნამაც გამოიწვია დაცული საკანდიდატო დისერტაციების საფუძველზე გაცემული მეცნიერებათ კანდიდატის დიპლომების დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების საკითხში ხარვეზი.

 

კომიტეტმა გადაწყვიტა:

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის არსს და პრინციპებს და  მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მოისმინეს პირველი მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე».

კანონპროექტი წარმოადგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა. აღინიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანამდებობის დაკავებისათვის «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში არსებული შეზღუდვის მოხსნის მიზანშეწონილობით.

 

კომიტეტმა გადაწყვიტა:

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის არსს და პრინციპებს და  მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის თავმჯდომარე                                                  ხათუნა ოჩიაური