ოქმი N55
  • საქართველოს პარლამენტის განათლებისმეცნიერებისა და კულტურის
  • კომიტეტის  სხდომის
  • ოქმი N55
  • 18 ივნისი, 2010წ.                                                                      კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
  • 14 საათი

 

  • სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი.
  • ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ოჩიაური ხათუნა, როინიშვილი გიორგი, ახვლედიანი გიორგი, ბაინდურიანი არმენაკ, კვაჭანტირაძე თამაზ, მაკარაძე ელგუჯა, სტურუა ავთანდილ, ჯალაღონია ედიშერ; ნათია მიქელაძე – ფინანსთა მინისტრის მოადგილე; პეტრე წურწუმია – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე;ირაკლი ღვალაძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" გენერალური დირექტორი; გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი; კომიტეტის აპარატის თანამშრომლები; მასმედიის წარმომადგენლები.
  •  
  • დღის წესრიგი
  • 1.      საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოს მთავრობასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებისა და შეთანხმების ოქმი"–ს განხილვა.
  • (ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
  • 2.      საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებისა და შეთანხმების ოქმი"–ს განხილვა.
  • (ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
  • 3.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" დამატების შეტანის თაობაზე" განხილვა.
  • (ნათია მიქელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
  • 4.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" განხილვა.
  • (პეტრე წურწუმია – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე)
  • 5.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "საქართველოს საპატენტო კანონში" ცვლილებების შეტანის თაობაზე" განხილვა.
  • (ირაკლი ღვალაძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" გენერალური დირექტორი)
  • მოისმინეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი  შეთანხმება  "საქართველოს მთავრობასა და ეგვიპტის არაბთა  რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ". 
  • შეთანხმება წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ. აღინიშნა, რომ შეთანხმებით რეგულირდება ხელშემკვრელი ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებით დაბეგვრის პირობები, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების  გაფართოების მნიშვნელოვანი პირობაა. შეთანხმების თანახმად, შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, რეზიდენტის ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ბაზის გაანგარიშების დროს გაითვალისწინოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი.
  • კომიტეტმა გადაწყვიტა:
  • კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას  და  მიზანშეწონილად მიიჩნია მისი წარდგენა   პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.
  • მოისმინეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი  შეთანხმება  "საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ". 
  • შეთანხმება წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ. აღინიშნა, რომ შეთანხმებით რეგულირდება ხელშემკვრელი ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებით დაბეგვრის პირობები, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების  გაფართოების მნიშვნელოვანი პირობაა. შეთანხმების თანახმად, შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, რეზიდენტის ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ბაზის გაანგარიშების დროს გაითვალისწინოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი.
  •  
  • კომიტეტმა გადაწყვიტა:
  • კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას  და  მიზანშეწონილად მიიჩნია მისი წარდგენა   პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.
  • მოისმინეს პირველი მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე".
  • კანონპროექტი წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ. აღინიშნა, რომ  კანონპროექტი  ტელესამაუწყებლო კომპანიებისათვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ითვალისწინებს მათთვის იმ საგადასახადო დავალიანებებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერას, რომლებიც  მათ დაუგროვდათ ამ კანონის ძალაში შესვლის დღისათვის.
  •  
  • კომიტეტმა გადაწყვიტა:
  • კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის არსს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი  განხილვა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით.
  • მოისმინეს საქართველოს მთავრობის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" .  
  • კანონპროექტი წარმოადგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა პეტრე წურწუმიამ. აღინიშნა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების შედეგების გასაჩივრებისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისგან განსხვავებული წესის დარეგულიერებას;   მარეგულირებელი ნორმების შემუშავებას,  რის საფუძველზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის” წარდგინების საფუძველზე დააწესებს სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებისათვის კონკურსში მონაწილეობის  საფასურს;   აგრეთვე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლის მოსწავლის ქცევის ერთიანი წესებისა და დირექტორის ეთიკის ნორმების დამკვიდრებას, რაც განაპირობებს სკოლაში სასწავლო პროცესისა და საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტურობის ხელშეწყობას.
  •  
  • კომიტეტმა გადაწყვიტა:
  • კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის  არსს და პრინციპებს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით.
  • მოისმინეს პირველი მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები "საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და  "საქართველოს კანონში დიზაინის შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე".
  • კანონპროექტები წარმოადგინა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ღვალაძემ.  აღინიშნა, რომ  კანონპროექტის მიღებულია ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით. კერძოდ, "საქართველოს საპატენტო კანონისა" და «დიზაინის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამის მუხლებში გამოყენებული ფრაზა "პრიორიტეტის დადგენის თარიღი" იცვლება ტერმინით "პრიორიტეტი". აღნშინული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ განაცხადს პრიორიტეტი უდგინდება განაცხადის შეტანის თარიღით, საგამოფენო ან საკონვენციო პრიორიტეტის თარიღებით. ამდენად, პრიორიტეტის თარიღი არ წარმოადგენს საქპატენტის მიერ განაცხადისათვის პრიორიტეტის დადგენის თარიღს.
  •  
  • კომიტეტმა გადაწყვიტა:
  • კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტების არსს და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი განხილვა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით.
  • სხდომის თავმჯდომარე                                                       გიორგი გაბაშვილი