ოქმი N51

საქართველოს პარლამენტის განათლებისმეცნიერებისა და კულტურის

კომიტეტის  სხდომის

ოქმი N51

30 აპრილი, 2010წ.                                                                                                                                       კომიტეტის სათათბირო ოთახი N239

12 საათი

              სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხათუნა ოჩიაური.

ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: როინიშვილი გიორგი, ახვლედიანი გიორგი, ბაინდურიანი არმენაკ, თევდორაძე გოჩა, კვაჭანტირაძე თამაზ, მაკარიძე ელგუჯა, ჯალაღონია ედიშერვახტანგ ჯორბენაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; კომიტეტის აპარატის თანამშრომლები; მასმედიის წარმომადგენლები.

 

დღის წესრიგი

1.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" განხილვა მეორე და მესამე მოსმენებით.

(ვახტანგ ჯორბენაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი)

მოისმინეს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით საქართველოს მთავრობის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" .  

კანონპროექტი წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ჯორბენაძემ. მუხლობრივი მოსმენისას აღინიშნა, რომ პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით კანონპროექტში შევიდა რიგი ცვლილებებისა. კერძოდ: 

1)კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტში, რაც ითვალისწინებს  კანონის 212 მუხლის მე-2 პუნქტის ახალ რედაქციას:

«2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელიც მოიცავს პროფესიულ სტანდარტს თითოეული სახის მასწავლებლისათვის. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი უნდა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა  მასწავლებელი.»

2) კანონპროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტში, რომლითაც გათვალისწინებულია  კანონის 218 მუხლის პირველი  პუნქტის ახალი რედაქცია:

«1. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ხოლო სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება აგრეთვე აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს.»

3) კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტში, რომლითაც გათვალისწინებულია  კანონის 218 მუხლის მესამე  პუნქტის ახალი რედაქცია:

«3. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესი და საფასური (გარდა იმ საფასურისა, რომელიც დგინდება კანონმდებლობით შესაბამისად რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებისათვის) უნდა შეთანხმდეს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.»

4)კანონპროექტის პირველი მუხლის მე-13 პუნქტში, რომლითაც გათვალისწინებულია  კანონის 37  მუხლის პირველი  პუნქტის ახალი რედაქცია:

«1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო განათლებასა და მომზადებას აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.»

5) კანონპროექტის პირველი მუხლის მე-16 პუნქტში, რომლის თანახმად    კანონის 38-ე  მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მესამე  პუნქტი:

«3. ამ მუხლის პირველი პუნქტის «ა», «ბ» (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული ფუნქციებისა და «ბ» ქვეპუნქტის მე-2 წინადადებისა) და «ვ» ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო მომზადებასა და განათლებას».

 

 

 

კომიტეტმა გადაწყვიტა:

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა  მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტს  მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე  და მესამე მოსმენით.

სხდომის თავმჯდომარე                                                  ხათუნა ოჩიაური