ოქმი N53
  • საქართველოს პარლამენტის განათლებისმეცნიერებისა და კულტურის
  • კომიტეტის  სხდომის
  • ოქმი N53
  • 28 მაისი, 2010წ.                                                                                                                                                        კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
  • 12 საათი

 

  • სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხათუნა ოჩიაური.
  • ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: როინიშვილი გიორგი, ახვლედიანი გიორგი, ბაინდურიანი არმენაკ, თევდორაძე გოჩა, კვაჭანტირაძე თამაზ, მაკარიძე ელგუჯა, ჯალაღონია ედიშერირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე; კომიტეტის აპარატის თანამშრომლები; მასმედიის წარმომადგენლები.
  •  
  • დღის წესრიგი
  • 1.      საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების "ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  დამატებებისა და ცვლილების   შეტანის თაობაზე" განხილვა მე–2 და მე–3 მოსმენებით.
  • (ირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე)
  • მოისმინეს დაჩქარებული წესით მეორე და  მესამე მოსმენით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები "ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის  შესახებ", საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  დამატებებისა და ცვლილების   შეტანის თაობაზე".
  • კანონპროექტები წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ირაკლი გორდულაძემ.  მუხლობრივი განხილვისას შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
  • კომიტეტმა გადაწყვიტა:
  • კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე  მოსმენით.
  • სხდომის თავმჯდომარე                                                  ხათუნა ოჩიაური