|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტის სხდომის
ოქმი N52
21 მაისი, 2010წ. კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
13 საათი
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი.
ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ოჩიაური ხათუნა, როინიშვილი გიორგი, ახვლედიანი გიორგი, ბაინდურიანი არმენაკ, კვაჭანტირაძე თამაზ, მაკარაძე ელგუჯა; გიორგი ჭანტურია – საქართველოს სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი; უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრები; აპარატის თანამშრომლები; მასმედიის წარმომადგენლები.
დღის წესრიგი
1. საქართველოს სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2009 წლის ანგარიშის მოსმენა.
(გიორგი ჭანტურია – საქართველოს სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი)
მოისმინეს საქართველოს სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის 2009 წლის ანგარიში".
ანგარიში წარმოადგინა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამულ პრიორიტეტებთან მიმართებაში, ისევე როგორც ფინანსური თვალსაზრისით, წელი ნაკლებად წარმატებული იყო, აღინიშნა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც განხორციელდა მაუწყებლის პროგრამირების პოლიტიკაში, ასევე იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც გადაიდგა საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გაუმჯობესების მიმართულებით; მაუწყებლის მიერ საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტის - მეორე სატელევიზიო არხის ბაზაზე საპარლამენტო-პოლიტიკური არხისა და რუსულენოვანი პირველი კავკასიური არხის შექმნის შესახებ, რომლის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე მაუწყებლობა და მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელება საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. იმ მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რაც განხორციელდა საქართველოს ენებზე მაუწყებლობის მიმართულებით. ასევე, პირველი ნაციონალური რადიოს პოპულარობის აღდგენისა და მისთვის ლიდერის პოზიციის დაბრუნების მიზნით, საზოგადოებრივ რადიოში სრტუქტურულ და საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ. აღინიშნა ორგანიზაციის მართვაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. დეტალურად ისაუბრეს საზოგადოებრივი მაუწყებლის 2009-2010 საეთერო წლის მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების შესახებ.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
უჭერს რა მხარს განხორციელებულ რეფორმას, კომიტეტმა დადებითად შეაფასა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ გაწეული მუშაობა აღნიშნული საანგარიშო პერიოდისთვის და მიზანშეწონილად მიიჩნია ანგარიშის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
სხდომის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი
|