ოქმი #99

                                                                  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

                                                                                         2011 წლის 27 ოქტომბრის სხდომის 

                                                                                                             ოქმი #99

ქ. თბილისი                                                                                                                                                                    20011 წლის 27 ოქტომბერი

კომიტეტის სხდომათა დარბაზი                                                    

სდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაალ გამცემლიძე - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები – გიორგი იმნაძე, კორნელი კუკულავა, დიმიტრი ლორთქიფანიძე,  ჯაბა მაღლაკელიძე, თენგიზ სხირტლაძე, იაშა შერვაშიძე; პარლამენტის წევრები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა; გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია ბითაძე; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ ადამია; არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი, "ფონდი რიო - გარემოს მდგრადი განვითარებისათვის" გამგეობის თავმჯდომარე ციცინო დათუკიშვილი, ცენტრი "ნაკრესის" კონსერვაციის პროგრამის ასისტენტი გიორგი გიორგაძე, "საფარი კლუბის ჯორჯიას" დირექტორი გოჩა კობერიძე, "საერთაშორისო საფარი კლუბი კავკასიის" პრეზიდენტი თეიმურაზ ტყემალაძე, "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი ელენე ხაჭაპურიძე, დამოუკიდებელი ექსპერტი ეკა კაკაბაძე, მოქალაქე ირაკლი კიკალიშვილი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი მარინა მეტრეველი, კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტი ფიქრია რობაქიძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე – სხდომის მდივანი.

დღის წესრიგი:            1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტების: (¹1/197; 06.09.2011): "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ", "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე",  "წიაღის შეახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს კოდექსი კოდექსი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ" (¹07-2/337; 06.09.2011) განხილვა.

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტების: (¹1/206, 09.09.2011): "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და სხვა  ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "წყლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სამშენებლო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სამეწარმეო კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" (¹07-2/338; 09.09.2011.) განხილვა.

                    3. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (¹07-3/474; 09.09.2011) განხილვა.

4. საქართველოს პარლამენტის წევრების  კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ". "კოლხეთის დაცული ტერიტორიებისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. (¹07-3/494; 13.10.2011) განხილვა.

5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტების: (¹1/217; 13.10.2011.): "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (¹07-2/348; 13.10.2011.) განხილვა.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (¹9-2-23/448; 08.08.2011.): "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" (¹07-2/335; 22.08.2011) განხილვა.

 

I

 

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: (¹1/197; 06.09.2011): "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ", "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე",  "წიაღის შეახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს კოდექსი  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ"

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: (¹1/206, 09.09.2011): "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და სხვა  ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "წყლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სამშენებლო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სამეწარმეო კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე"  

 

მოისმინეს:                        ზაალ გამცემლიძის  ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტების ორი მოცულობითი პაკეტი უკავშირდება საქართველოს კანონის "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ", აგრეთვე "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ" და "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ" კოდექსების შემუშავებას და მათგან გამომდინარე ცვლილებების გათვალისწინებას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში. ამდენად, მიზანშეწონილია მათი ერთ საკითხად განხილვა.

მოისმინეს:                        გია ხუროშვილის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტების თაობაზე. აღინიშნა, რომ კანონპროექტი "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" არის მნიშვნელოვანი რეფორმის ნაწილი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და მისი მიზანია კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან. კანონპროექტის შემუშავების პროცესში ევროკომისიისგან   მიღებულ იქნა 40 რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ავტორიტეტის განმტკიცებას. კანონპროექტით განისაზღვრა ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც არ დაუშვებენ და აღკვეთავენ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შემზღუდავ და არამართლზომიერ ქმედებებს.

                    "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ" კოდექსის მიზანია ამ სფეროს რეგულირების ერთიანი პრონციპების განსაზღვრა და საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება.

                    "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ" კოდექსის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ასევე, საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოება.

აზრი გამოთქვა:        ზაალ გამცემლიძემ –  ნამდვილად დიდი სამუშაოა შესრულებული. მე მაქვს ორი კითხვა "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონის პროექტთან დაკავშირებით. პირველი - თუ კანონპროექტში ხსენებული 1992 წლის მოსკოვის შეთანხმება "სტანდატიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ" ხელმოწერილია დსთ შეთანხმების ფარგლებში, რამდენად რჩება იგი ძალაში საქართველოს დსთ-დან გამოსვლის შემდეგ? და მეორე - ცხადია, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან საგრძნობლად გააუმჯობესებს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას. ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოში ბენზინის მაღალი ოქტანური რიცხვი, როგორც წესი, მიიღწევა ან ტეტრაეთილტყვიის დამატებით ან ბენზინში არომატული ნახშირწყალბადების მაღალი შემცველობით. რამდენად რეალისტურია ევროკავშირის ნორმების შემოღება-ამოქმედება და ხომ არ იმოქმედებს აღნიშნული მოთხოვნა ბენზინის ისედაც მაღალ ფასზე?  

უპასუხა:                 გია ხუროშვილმა – მოსკოვის 1992 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით საკითხი დაზუსტდება, თუმცა, აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული სტანდარტების ერთბაშად გაუქმება მნიშვნელოვნად გაართულებს ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას. რაც შეეხება ბენზინისა და დიზელის საწვავის სტანდარტს, გეთანხმებით, რომ აუცილებელია ამ საკითხისადმი ფრთხილი მიდგომა.

გადაწყვიტეს:        მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტების პარლამენტის სხდომაზე  განსახილველად წარდგენა.

II

 

საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

მოისმინეს:                              კახა ანჯაფარიძის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. აღინიშნა, რომ კანონის პროექტის განხილვამ დიდი დრო მოითხოვა, ვინაიდან იყო საფუძვლიანი შენიშვნები როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხრიდან. კანონპროექტი გადამუშავდა და ტექსტიდან ამოღებულ იქნა დებულება, რომლის საფუძველზე დაშვებული იყო ეროვნული პარკების ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობების შექმნა და ნადირობა. ასევე აღვადგინეთ და გავზარდეთ მოსაკრებელი გარემოდან ცხოველთა ობიეტების ამოღებაზე. დარჩა კიდევ გარკვეული უზუსტობები არაპრინციპული შენიშვნების დონეზე, რომელთა განხილვა გადაიდო კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისათვის. 

აზრი გამოთქვა:        ირაკლი მაჭარაშვილმა –  მე მაქვს რამდენიმე შენიშვნა კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის ასპექტში:

-          კპ-ის 1 მუხლის 1 ნაწილი (ცვლილებები კანონში "იარაღის შესახებ") -  ამ მუხლის დებულებაში მოხსენიებულია "სარეწაო" ნადირობა. ამასთან სარეწაო ნადირობა საქართველოში დაშვებული არ არის და ამდენად ეს ტერმინი დებულებიდან ამოსაღებია.

-          კპ-ის მე-4 მუხლის 1 ნაწილი (ცვლილებები ტყის კოდექსის 53-ე მუხლში) - თანახმად კანონის "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" ნადირობა აღკვეთილში დაშვებულია მხოლოდ მისი ტერიტორიის ნაწილზე, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის რეგულაციების თანახმად, სანადირო ფართობი არ უნდა მოიცავდეს აღკვეთილის ტერიტორიის 25%-ზე მეტს. სხვაგვარად საფრთხე ექმნება იქ არსებულ ბიომრავალფეროვნებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილ კპ-ში მოყვანილი ფორმულირება უნდა იმეორებდეს "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" კანონის ფორმულირებას.

-          ბუნების ძეგლი არის მცირე ზომის დაცული ტერიტორია დაცვის საკმაოდ მკაცრი რეჟიმით. ასეთ მცირე ტერიტორიაზე შეუძლებელია ნადირობა. ამდენად მიზანშეწონილია ბუნების ძეგლი ამოღებულ იქნეს იმ დაცული ტერიტორიების ჩამონათვალიდან, სადაც დაშვებულია ნადირობა.

-          კპ-ის მე-5 მუხლი (ცვლილებები კანონში "საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ"):

-  მე-7 და მე-11 პუნქტები - აქ განხილულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვების სახვადასხვა შემთხვევები. სრულიად გაუგებარია რატომ იღებენ გადაწყვეტილებას სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ორგანოები? ამასთან სრულიად გაუგებარია შესაბამისი დოკუმენტების გაცემის პირობები და პროცედურები;

-   მე-9 და მე-10 პუნქტები - ეს პუნქტები წინააღმდეგობაში მოდის ბერნის კონვენციასთან, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის სახელმძღვანელო პრინციპებთან, ევროკავშირის ჰაბიტატების დირექტივასთან და ბიომრავალფეროვნების კონვენციის გადაწყვეტილებებთან და სამუშაო პროგრამებთან.

-          კპ-ის მე-9 მუხლი (ცვლილებები კანონში "ტყის ფონდის მართვის შესახებ") - თანახმად ამ მუხლისა გაიცემა ნადირობას  დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვების დოკუმენტი, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ნებართვას, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონთან "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ", რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს დამატებითი ნებართვების შემოღებას.

      ვეთანხმები კპ-ის ინიციატორებს, რომ საქართველოს ბიოლოგიური რესურსების დაცვისა და გამოყენების კანონმდებლობა საჭიროებს გადაუდებელ ცვლილებებს, ამდენად, წარმოდგენილი კპ უნდა დაიხვეწოს მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს უნიკალურ ეკოსისტემებს. ბიომრავალფეროვნების, რამსარისა და ბონის კონვენციების თანახმად, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და მდგრადი გამოყენების უნივერსალური ინსტრუმენტია გარემოზე ზემოქმედების შეფასება. კერძოდ, დაცული სახეობების გარემოდან ამოღება, ისევე როგორც კონსერვაციული ცენტრების, გენოფონდის რეზერვატების შექმნა, ბიოლოგიური რესურსების მოპოვების კვოტების დადგენა, დაცული ტერიტორიების, სატყეო და სამონადირეო მეურნეობების შექმნისა და მართვის გეგმების დამტკიცების პროცედურა დარეგულირდეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მეშვეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე გთავაზობთ კანონში "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები (შენიშვნებისა და რეკომენდაციების სრული ტექსტი იხ. ოქმის დანართებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში).

აზრი გამოთქვა:        ზაალ გამცემლიძემ –  მიმაჩნია, რომ ბატონ ირაკლის გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში და მისი შენიშვნები ანალიზს საჭიროებს.

აზრი გამოთქვა:        არჩილ ადამიამ –  მე არ ვთვლი მიზანშეწონილად ცხოველთა ობიექტის გარემოდან ამოღების ყოველ კონკრეტილ შემთხვევაში ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, რაც საკმაო დროსა და ძალისხმევას საჭიროებს. რაც შეეხება სხვადასხვა სტრუქტურების პასუხისმგებლობას, აქ ადგილი აქვს პასუხისმგებლობის გაყოფას. კერძოდ, როდესაც საქმე ეხება გარეული ცხოველის დაცვას - პასუხისმგებლობა ეკისრება გარემოს დაცვის სამინისტროს, ხოლო ცხოველის სხვაგვარი ამოღების (ნადირობის) შემთხვევაში - ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

აზრი გამოთქვა:        კახა ანჯაფარიძემ – ბატონო ირაკლი, თანახმად კანონმდებლობისა, გარემოდან ამოსაღები ცხოველების კვოტას განსაზღვრავს გარემოს დაცვის სამინისტრო, რაც თავისთავად გულისხმობს შესწავლას, გარკვეული მეთოდოლოგიის გამოყენებას არსებულ ან კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ასეთ შემთხვევაში რამდენად აუცილებელია დამატებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარება?

აზრი გამოთქვა:        თეიმურაზ ტყემალაძემ –  ჩემი თხოვნაა ყურადღება დაუთმოთ სამონადირეო მეურნეობებს და მონადირეებს, რომლებიც ძალიან ხშირად პირისპირ ვრჩებით მოსახლეობასთან. განვითარებულ ქვეყნებში სამონადირეო მეურნეობების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა და შესაბამისად დიდი თანხებიც ხმარდება.

აზრი გამოთქვა:        ირაკლი კიკალიშვილმა –  მიმაჩნია, რომ წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველები ხელშეუხებელნი უნდა იყვნენ და მათი ამოღება ბუნებრივი გარემოდან არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს დასაშვები.

აზრი გამოთქვა:        ზაალ გამცემლიძემ –  ვერ დაგეთანხმებით, ვინაიდან გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველთა პოპულაციის გადარჩენა და აღდგენა, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია ადამიანის ჩარევის გარეშე. ამდენად სრულიად დასაშვებია მათი ამოღება გარემოდან მათი გადარჩენის, გამრავლებისა და სამეცნიერო მიზნებისათვის.

აზრი გამოთქვა:        ეკა კაკაბაძემ –  მე მაინტერესებს, თუ როგორ დარეგულირდება ნადირობის პრობლემა აღკვეთილებში, ვინაიდან ნადირობა დაშვებულია მხოლოდ მისი ტერიტორიის ნაწილზე. ასევე, იგეგემება, თუ არა რაიმე კურსები მონადირეებისთვის, რათა მათ იცოდნენ, თუ რომელი ცხოველების გამოხშირვაა დასაშვები?

აზრი გამოთქვა:        თეიმურაზ ტყემალაძემ –  გარეულ ცხოველთა გამოხშირვა არის რეგულირების საგანი და არ წარმოადგენს მონადირის პასუხისმგებლობას. აქვე მინდა გარკვეული შენიშვნები გავაკეთო გარემოდან ცხოველთა ამოღების მოსაკრებლებთან დაკავშირებით. ჯერ ერთი არის ზოგიერთი სახეობა, მაგ.: ჯიხვი, არჩვი, რომელზედაც ნადირობა ხორცის მოპოვების მიზნით საერთოდ უნდა აიკრძალოს. ნადირობა უნდა დარჩეს მხოლოდ როგორც მათი  ე.წ. "ტროფეის" სახით მოპოვება. ზოგიერთი ცხოველი კი ისეა მომრავლებული, მაგ.: ტურა, მელა, რომ მათზე მოსაკრებელი კი არ უნდა იყოს დაწესებული, არამედ მათ ამოღებაზე სახელმწიფო მონადირეს უნდა უხდიდეს პრემიას.

აზრი გამოთქვა:        ზაალ გამცემლიძემ –  წერილობით მოგვაწოდეთ თქვენი წინადადებები და მათ განვიხილავთ კომიტეტის მომავალ სხდომებზე.

გადაწყვიტეს:        მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე" პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად წარდგენა. 

III

საქართველოს პარლამენტის წევრების  კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" და "კოლხეთის დაცული ტერიტორიებისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

მოისმინეს:                              კახა ანჯაფარიძის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტების თაობაზე. აღინიშნა, რომ მათი მიღების აუცილებლობა განაპირობა საქართვწლოს ტყის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რის საფუძველზეც დაიშვა თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობების მოწყობა ლაგოდეხის, ილტოსა და ქობულეთის აღკვეთილებში. 

აზრი გამოთქვა:        ირაკლი მაჭარაშვილმა – ლაგოდეხის აღკვეთილი ძალიან მცირე ტერიტორიას მოიცავს, სადაც განლაგებულია ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ბილიკები, ასევე ადგილებს, სადაც მოსახლეობა ტრადიციულად მოიპოვებს სათბობ შეშას. ნადირობა აქ ფიზიკურად შეუძლებელია და უარყოფითად აისახება ეკოტურისტების რაოდენობაზე. ერთის მხრივ ჩნდება ეჭვი, რომ ეს ცვლილება გათვლილია იმაზე, რომ სამომავლოდ ლაგოდეხის ნაკრძალის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაკეთდება აღკვეთილად, რათა იქაც შესაძლებელი იყოს ნადირობა, ხოლო მეორეს მხრივ ეს ცვლილება უარყოფით ზეგავლენას მოახდენს საქართველო-გერმანიის ორმხრივ ხელშეკრულებაზე, რაც თავისთავად გამოიწვევს დაცული ტერიტორიების განვითარებისათვის გამიზნული მრავალმილიონიანი დახმარების (გრანტის) შეფერხებას, ან/და გაუქმებას. რაც შეეხება ქობულეთის აღკვეთილს, იგი მოიცავს ისპანის ტორფიან ჭაობს, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ჭაობია და 1996 წლიდან დაცულია რამსარის კონვენციით. მასზე გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ხის თხილამურებითაა შესაძლებელი. აქ თევზჭერა და ნადირობა შეუძლებელია. ამასთან აღკვეთილის ტერიტორია პატარაა და დასახლებულ პუნქტებთან უშუალო სიახლოვეშია. ასევე, იგი ფრიად ღირშესანიშნავია ეკოტურისზმის თვალსაზრისით. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეს ცვლილება არაფრის მომცემია პრაქტიკული თვალსაზრისით, სამაგიეროდ, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან, კონვენციებთან, დონორებთან მიმართებაში და ზიანს მიაყენებს ქობულეთის აღკვეთილის ეკოტურისტულ იმიჯს.

აზრი გამოთქვა:        კახა ანჯაფარიძემ – მოყვანილი არგუმენტები მნიშვნელოვანია და მათ განხილვა სჭირდება. აუცილებლად გავივლი კონსულტაციებს და ამ საკითხებზე მსჯელობა გავაგრძელოთ კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვის პროცესში.

აზრი გამოთქვა:        თეიმურაზ ტყემალაძემ –  ჩემი აზრით გასათვალისწინებელია იმ ექპერტთა წინადადებები, რომლებიც კარგად ერკვევიან დაცული ტერიტორიების დანიშნულებასა და სპეციფიკაში. საქართველოში საკმარისად არის ადგილები, სადაც შესაძლებელია სრულფასოვანი ნადირობა გარემოსადმი მინიმალური ზიანის მიყენებით. ამდენად, შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების შექმნისათვის სხვა ტერიტორიების გამოყოფა და უარის თქმა ნადირობაზე იმ დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ეს შეუძლებელია, ან ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.

გადაწყვიტეს:        მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს პარლამენტის წევრების  კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" და "კოლხეთის დაცული ტერიტორიებისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარდგენა. 

IV

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: (¹1/217; 13.10.2011.): "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  

მოისმინეს:                              გოჩა მამაცაშვილის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტების თაობაზე. აღინიშნა, რომ მათი მიღება განაპირობა არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და დაზუსტებების შეტანის აუცილებლობამ.

აზრი გამოთქვა:        ზაალ გამცემლიძემ – მე მაქვს შენიშვნა კანონპროექტის "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" პირველი მუხლის მე-2 პუქტთან (ცვლილება მოქმედი კანონის მე-14 მუხლში) დაკავშირებით. გაუგებარია რატომ არის ამოღებული მე-14 მუხლიდან მე-4 და მე-5 პუქტები, რომლებიც ითვალისწინებენ საზოგადოებრიობის ინფორმირების მიზნით ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებას?

აზრი გამოთქვა:        გოჩა მამაცაშვილმა – ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ჩანაწერი ზედმეტია, ვინაიდან ეროვნული მოხსენება ისედაც იბეჭდება საკანონმდებლო მაცნეში, თუმცა, შესაძლებელია მისი დატოვება ამ მუხლში.

გადაწყვიტეს:        მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტების: "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარდგენა ზემოაღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით.

V

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹9-2-23/448; 08.08.2011.): "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე".

მოისმინეს:                   ზაალ გამცემლიძის ინფორმაცია, რომ სხდომას არ ესწრება წარმოდგენილია კპ-ის მომხსენებელი, ამდენად მისი განხივა მიზანშეწონილია გადატანილ იქნეს მომავალი საკომიტეტო მოსმენისთვის.  

გადაწყვიტეს:               აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (¹9-2-23/448; 08.08.2011.): "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" განხილვა გადაიდოს უახლოეს საკომიტეტო მოსმენამდე.

სხდომის თავმჯდომარე                                    ზაალ გამცემლიძე

სხდომის მდივანი                                       ნანა გოგიტიძე

 
modules