ოქმი #61

                                                    საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  სხდომის 
                                                                                                                      ოქმი #61

ქ. თბილისი                                                                                                                                                                                    2010 წლის 6 ივლისი

ი. ჭავჭავაძის სახელობის

სხდომათა დარბაზი                                                      

სდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაალ გამცემლიძე – სხდომის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი იმნაძე,  კომიტეტის წევრები – კორნელი კუკულავა, თენგიზ სხირტლაძე, იაშა შერვაშიძე, ჯაბა მაღლაკელიძე;  საქართველოს პარლამენტის წევრი ლაშა თორდია; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი; ამავე სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი არჩილ ადამია; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე – სხდომის მდივანი.

დღის წესრიგი:       1.  საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილისა და ლაშა თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტების: "სახელმწიფო ქონების შესახებ",  "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე", "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე", "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე", "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ქონების ლეგალიზების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის ტაობაზე", "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-1/202, 24.06.10) განხილვა;

2.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” მე-2 მოსმენით განხილვა                  

მოისმინეს:                     ლაშა თორდიას მოკლე ინფორმაცია განსახილველი საკითხის შესახებ. აღინიშნა, რომ კანონპროექტის მომზადება განაპირობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობების სრულყოფისა და განვითარების, ასევე ამ სფეროში გამარტივებული და ეფექტიანი სისტემის დანერგვის აუცილებლობამ. კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის პროცესის მომწესრიგებელი ოთხი კანონის ნორმათა კონსოლიდირება და ერთ კანონში "სახელმწიფო ქონების შესახებ" თავმოყრა.

აზრი გამოთვა:                ზაალ გამცემლიძემრომელმაც აღნიშნა კანონპროექტის "სახელმწიფო ქონების შესახებ"  პრინციპებთან სრული თანხმობა და გარკვეული რეკომენდაციები გამოთქვა ამ კანონპროექტის მე-4 მუხლის 1 პუნქტის "ზ-კ" და "ძვ" ქვეპუნქტებთან მიმართებაში. აღინიშნა, რომ "ზ-კ" ქვეპუნქტებში მოყვანილი დაცული ტერიტორიების კატეგორიების ჩამონათვალი გაუგებარს ხდის ამავე მუხლის ამავე პუნქტის "ძვ" ქვეპუნქტის შინაარსს, რომელიც, მისი აზრით, ერთის მხრივ ამ ჩამონათვალის გამეორებაა, ხოლო, მეორეს მხრივ არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაცული ტერიტორიების ისეთი კატეგორიები, როგორიცაა "მრავალმხრივი გამოყენების ზონა" და "დაცული ლანდშაფტი" არ გამორიცხავს მდგრად საქმიანობას და კერძო საკუთრების არსებობას. ასევე, აღინიშნა ამ კანონპროექტის მე-4 მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტი, რომელთანაც დაკავშირებით აღინიშნა, რომ, ერთის მხრივ, დღემდე არ დადგენილა ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების საზღვრები, ხოლო, მეორეს მხრივ, არ ჩატარებულა მათი ინვენტარიზაცია, ამდენად გაუგებარია როგორ უნდა ჩატარდეს მათი პრივატიზაცია.   

უპასუხა:                        ლაშა თორდიამ რომელმაც განმარტა, რომ კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვისას შესაძლებელი იქნება შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ამავდროულად კანონპროექტის მე-4 მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტთან დაკავშირებით ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ პრივატიზაციის პროცესს ყოველთვის წინ უძღვის ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაცია, სხვაგვარად აუქციონი არ ჩატარდება.

გადაწყვიტეს:           მიზანშეწონილად განისაზღვროს კანონის პროექტის "სახელმწიფო ქონების შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტების წარდგენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.   

მოისმინეს:                     გოჩა მამაცაშვილის მოკლე ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” შესახებ. აღინიშნა, რომ კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა გარკვეული შენიშვნები და წინადადებები, რასაც სამინისტრო გაითვალისწინებს მე-2 მოსმენისთვის.

აზრი გამოთქვა:        ზაალ გამცემლიძემ _  მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო ის შენიშვნები, რომელიც კანონპროექტის მიმართ გამოთქვეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტებმა. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის 1 მუხლის მე-2 პუნქტი წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედი კანონის "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” მე-5 მუხლის მოთხოვნებთან.

აზრი გამოთქვა:        გოჩა მამაცაშვილმარომელმაც კვლავ დაადასტურა, რომ კანონპროექტის მე-2 მოსმენით წარდგენამდე გათვალისწინებულ იქნება გამოთქმული შენიშვნები.

გადაწყვიტეს:           მიზანშეწონილად განისაზღვროს "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით განსახილველად წარდგენა შემდეგი შენიშვნების გათვალისწინებით:

1.        ამოღებული იქნეს წარმოდგენილი კანონპროექტის 1 მუხლის მე-2 პუნქტი;

2.        კანონის პროექტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”  

სხდომის თავმჯდომარე                                     ზაალ გამცემლიძე

სხდომის მდივანი                                             ნანა გოგიტიძე