ოქმი #56

                                                                  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის

 

                                                                                                                  სხდომის ოქმი #56

ქ. თბილისი                                                                                                                                                                                2010 წლის 8 ივნისი

ი. ჭავჭავაძის სახელობის

სხდომათა დარბაზი                                                      

სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაალ გამცემლიძე – სხდომის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი იმნაძე,  კომიტეტის წევრები – კორნელი კუკულავა, თენგიზ სხირტლაძე, დავით ჭავჭანიძე; იაშა შერვაშიძე, ჯაბა მაღლაკელიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე – სხდომის მდივანი.

დღის წესრიგი:       1. "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის" განხილვა;

2.   საქართველოს მთვარობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" განხილვა;

მოისმინეს:                     პაპუნა პეტრიაშვილის მოკლე ინფორმაცია განსახილველი საკითხის შესახებ. აღინიშნა, რომ 2009 წელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენა იქონია როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებმა, ასევე მსოფლიოს ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა. კრიზისის მიუხედავად ცალკეული დარგები 2009 წელს ზრდის ტემპით ხასიათდებოდა: ჯანმრთელობის დაცვა 7.6%, განათლება 3.2%, საფინანსო საქმიანობა 1.5%, ტრანსპორტი 1.2%. აღინიშნა, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადი 25%-დან 20%-მდე შემცირდა, გაიზარდა ზოგიერთი კატეგორიის სახელმწიფო პენსიები, სოციალური მიმართულებით დაიხარჯა 1 მილიარდ ლარზე მეტი, გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები. ასევე გაიზარდა ტრანსფერები ადგილობრივ ბიუჯეტებში.

კითხვა დასვა:                 ზაალ გამცემლიძემრომელიც დაინტერესდა სახელმწიფო ბიუჯეტის იმ გრაფებთან მიმართებაში მოცემული განმარტებებით, სადაც დაზუსტებულ გეგმასა და საკასო ხარჯებს შორის 15%-ზე მეტი შეუსაბამობა აღინიშნა.

უპასუხა:                        პაპუნა პეტრიაშვილმარომელმაც განმარტა, რომ თანახმად ახალი პრაქტიკისა, ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია განმარტება გააკეთოს იმ შემთხვევაში, როდესაც ბიუჯეტის დაზუსტებულ გეგმასა და საკასო ხარჯებს შორის განსხვავება 15%-ს აღემატება.

გადაწყვიტეს:           მიზანშეწონილად განისაზღვროს "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის" წარდგენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.   

მოისმინეს:                     პაპუნა პეტრიაშვილის მოკლე ინფორმაცია "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე". აღინიშნა, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტის საფინანსო რესურსი იზრდება 150 მლნ ლარით. აღნიშნულ განაპირობა ეკონომიკის ზრდამ 4.5%-ით, ნაცვლად 2.0%-ისა. გადასახდელების ნაწილში ცვლილებები ეხება სოციალური სფეროს დაფინანსებას, ასევე, სტიქიური მოვლენების შედეგების აღმოფხვრის, საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარების, ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარების და სხვა ღონისძიებების დაფინანსებას. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსებას, დაახლოებით 555 ათასი ლარი დამატებით გამოიყო სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალის პროექტის თანადაფინანსების მიზნით.

აზრი გამოთქვა:        გოჩა მამაცაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობს ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსების პრობლემა. სამინისტროს მზად აქვს შესაბამისი პროექტები და იმედს გამოთქვამს მათ სამომავლო დაფინანსებასთან დაკავშირებით

აზრი გამოთქვა:        ზაალ გამცემლიძემ _  სამწუხაროდ ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსება პრობლემად რჩება. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწოილად მიმაჩნია სამინისტრომ შეისწავლოს შექმნილი მდგომარეობა და განსაზღვროს შესაბამისი სამუშაოების მოცულობა.

აზრი გამოთქვა:        გოჩა მამაცაშვილმარომელმაც აღნიშნა, რომ ამგვარი სამუშაები ჩატარებულია და სწორედ მათ საფუძველზე შემუშავებულია კონკრეტული პროექტები.

გადაწყვიტეს:           მიზანშეწონილად განისაზღვროს "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარდგენა.

სხდომის თავმჯდომარე                                     ზაალ გამცემლიძე

სხდომის მდივანი                                               ნანა გოგიტიძე

 
modules