ოქმი #55

                                                          საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

 

                                                                                                               სხდომის ოქმი #55

 

ქ. თბილისი                                                                                                                                                                                     20010 წლის 29 აპრილი

კომიტეტის

სხდომათა დარბაზი                                                      

სდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაალ გამცემლიძე – სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი იმნაძე;  კომიტეტის წევრები – კორნელი კუკულავა, თენგიზ სხირტლაძე, იაშა შერვაშიძე, დიმიტრი ლორთქოფანიძე;  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი, სამინისტროს თანამშრომელი არჩილ ადამია; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე,  აპარატის წამყვანი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე – სხდომის მდივანი.

დღის წესრიგი:            საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: (¹1/20; 16.02.2010.) "საჯარო სამართლის იურიდიული პირის "სატყეო სააგენტოს შესახებ", "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ" საქართველოს  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/148; 16.02.2010.) - III მოსმენა;

 

მოისმინეს:              ზაალ გამცემლიძის მოკლე ინფორმაცია განსახილველი საკითხის შესახებ. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი განიხილება მესამე მოსმენით.

მოისმინეს:              გოჩა მამაცაშვილის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თაობაზე. აღინიშნა, რომ

კანონპროექტის განხილვის პროცესში გათვალისწინებულ იქნა კომიტეტის შენიშვნები და წინადადებები. მიღწეულ იქნა შეთანხმება წარმოდგენილი კანონპროექტების ყველა სადავო მუხლებთან მიმართებაში

აზრი გამოთქვეს:      გიორგი იმნაძემ და ზაალ გამცემლიძემ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის სხდომაზე განსახილველად წარდგენას.

გადაწყვიტეს:           მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული კანონპროექტის "გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტების  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად წარდგენა.

 

სხდომის თავმჯდომარე                                    ზაალ გამცემლიძე

სხდომის მდივანი                                                ნანა გოგიტიძე

 
modules