საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების 

                                                                                                     სხდომის   ოქმი #50

ქ. თბილისი                                                                                                                                                                              2010 წლის 9 მარტი

კომიტეტის

სხდომათა დარბაზი                                                      

სდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაალ გამცემლიძე – სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი იმნაძე;  კომიტეტის წევრები – კორნელი კუკულავა, თენგიზ სხირტლაძე, იაშა შერვაშიძე, დავით ჭავჭანიძე;  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი, სამინისტროს თანამშრომლები: არჩილ ადამია, დიმიტრი ღლონტი; დამოუკიდებელი ექსპერტი, იურისტი სერგო ფარეიშვილი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი მაია ბითაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტები: ფიქრია რობაქიძე, მანანა მოსიძე და ნანა გოგიტიძე – სხდომის მდივანი.

დღის წესრიგი:            1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: (¹1/20; 16.02.2010.) "საჯარო სამართლის იურიდიული პირის "სატყეო სააგენტოს შესახებ", "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ" საქართველოს  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/148; 16.02.2010.) - მოსმენა;

2. "გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ", "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", იარაღის შესახებ" საქართველოს  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/149, 25.02.2010.) - მოსმენა

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: (¹1/19; 10.02.2010.) "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (07-2/147; 10.02.2010.) - მოსმენა

4. საქართველოს მთავრობის მიერ   წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (1/25; 25.02.2010.): "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" (07-2/150; 25.02.2010) - მოსმენა

5. საქართველოს მთავრობის მიერ   წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (1/26; 25.02.2010.): "სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ" საქართველოს  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/151; 25.02.2010.) - მოსმენა

6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" – IIIმოსმენა.

მოისმინეს                  გოჩა მამაცაშვილის ინფორმაცია საქართველოს  მთავრობის საკონონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – "სატყეო სააგენტოს შესახებ». აღინიშნა, რომ ამ პროექტის მიზანია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) შექმნა და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის, უფლებამოსილებების, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. კანონპროექტით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სატყეო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სატყეო სააგენტო (შემდგომში სააგენტო); კანონპროექტი გამოიწვევს სააგენტოს შემოსავლების ზრდას ტყითსარგებლობის ხელშეკრულებიდან,  სხვა სახის მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე დაახლოებით - 3 000 000 ლარის ოდენობით.

აზრი გამოთქვა:        ზაალ გამცმლიძემ, რომელმაც მისაღებად მიიჩნია კანონპროექტით დასმული მიზნები და ამოცანები

გადაწყვიტეს:           მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული კანონპროექტის "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – "სატყეო სააგენტოს შესახებ»  და მისგან გამომდინარე კანონპროექტების  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განსახილველად წარდგენა.  

მოისმინეს:                     ზაალ გამცემლიძის მოკლე ინფორმაცია განსახილველი საკითხის შესახებ. აღინიშნა, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ კანონის შემუშავება მისასალმებელია და ხელს შეუწყობს აღნიშნული სტრუქტურის უფრო ეფექტიან საქმიანობას.

მოისმინეს:              გოჩა მამაცაშვილის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თაობაზე. აღინიშნა, რომ

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის სისტემის რეფორმის განხორციელება დაიწყო 2004 წელს, რის შედეგადაც გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის სხვადასხვა უწყებებს შორის გაფანტული ფუნქციები მოექცა ერთი ორგანოს - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში. 2005 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შეიქმნა თვისობრივად ახალი, სათანადო საკონტროლო-საინსპექციო უფლებებით აღჭურვილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია. რამდენადაც გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევები მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით უკავშირდება სისხლისსამართლებრივ დასჯადობას, ხოლო გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი დანაშაულთა სისხლის სამართალწარმოების სპეციფიკა სხვა დანაშაულებისგან განსხვავებული თავისებურებებით გამოირჩევა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2007 წელს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში შეიქმნა სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიების უფლებამოსილებების მქონე _ საგამოძიებო დეპარტამენტი. ამავდროულად, 1999 წლიდან სამინისტროში ფუნქციონირებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური. სახელმწიფო და საზოგადოებრივი განვითარების გარკვეულ ეტაპზე დღის წესრიგში დადგა ამ სფეროში არსებული მაკონტროლებელი ერთეულების გაერთიანება და სამინისტროში ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბება, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წლის 28 დეკემბერს მიღებულ «გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ» კანონში, რომლის თანახმად, საგამოძიებო დეპარტამენტის, გარემოს დაცვის ინსპექციისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ბაზაზე 2008 წლის პირველი იანვრიდან უნდა შექმნილიყო სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება «გარემოს დაცვის სამსახური». აღსანიშნავია, რომ მისი შექმნა ორჯერ გადაიდო, ჯერ 2009 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 2010 წლის 1 იანვრამდე. საბოლოოდ, "ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს» წინაშე აღებული ვალდებულებებისა და ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს 2001 წლის 4 აპრილის (2001/331/Eჩ) რეკომენდაციის «გარემოსდაცვითი ინსპექტირების განხორციელების მინიმალური კრიტერიუმების შესახებ» გათვალისწინებით, "გარემოს დაცვის ინსპექცია",   როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა და მისი სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრა წარმოდგენილი კანონპროექტით.

აზრი გამოთქვეს:      გიორგი იმნაძემ და თენგიზ სხირტლაძემ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტს

აზრი გამოთქვა:        ზაალ გამცემლიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება, რომელიც შეტანილია კანონში "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" და რომლის თანახმადაც გარემოს დაცვის ინსპეცია უფლებამოსილია კონტროლი გაუწიოს სამეწარმეო საქმიანობას მოსამართლის ბრძანების გარეშე.  

გადაწყვიტეს:           მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული კანონპროექტის "გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტების  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განსახილველად წარდგენა.

              

მოისმინეს:        გოჩა მამაცაშვილის ინფორმაცია საქართველოს  მთავრობის საკონონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე «საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე»აღინიშნა, რომ კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაცია საქართველოს ტყის ფონდის საზღვრების შეცვლის, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სათანადო კატეგორიის მინიჭების და მიჩენის თაობაზე, გარკვეულწილად გვევლინება ზედმეტ ბიუროკრატიულ რგოლად, ვინაიდან კომისიის წევრები არიან იმ სახელმწიფო უწყებების წარმოამდგენლები, რომელთაც ისედაც ეგზავნებათ საკითხი შესათანხმებლად და მათი დადებითი დასკვნის საფუძვლეზე კიდევ ერთხელ ხდება კომისიის წევრების შეკრება, რაც თავის მხრივ უფრო ართულებს და ახანგრძლივებს საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომისადმი წარდგენის პროცედურას. აღნიშნულმა განაპირობა წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება, რომლის მიზანია საქართველოს ტყის ფონდის საზღვრების შეცვლის, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სათანადო კატეგორიის მინიჭების და მიჩენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივვადიანი პროცესის გამარტივება და ვადის შემცირება, კერძოდ ცვლილების განხორციელების შემდეგ საჭირო აღარ იქნება მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შეკრება.

გადაწყვიტეს:            მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული კანონპროექტის «საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განსახილველად წარდგენა.

           მოისმინეს:        გოჩა მამაცაშვილის ინფორმაცია განსახილველი საკითხის შესახებ. აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა და არსებული ნორმების დაზუსტება. შესაბამისად, ”ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქ. კანონის მე-7 მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის განსხვავებული რეჟიმი უწესდებათ იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ახორციელებენ სანიტარიულ ჭრას. სამასალე ჭრის განმახორციელებელი პირები გადაიხდიან სამასალე მერქნისათვის დადგენილი მოსაკრებლის მხოლოდ 60%-ს.

გადაწყვიტეს:            მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული კანონპროექტის "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე"   პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განსახილველად წარდგენა.

მოისმინეს:             გოჩა მამაცაშვილის მოკლე ინფორმაცია კანონპროექტზე  «სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღინიშნა, რომ კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობა განაპირობა პრაქტიკაში წარმოშობილმა სამართლებრივმა პროებლემებმა, კერძოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ტყითმოსარგებლე ტყითსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტოვებს მოჭრილ მერქნულ რესურსს და მისი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე შესაძლებელია მხოლოდ მისი უპატრონო ქონებად ცნობის შემთხვევაში, რაც საკმაოდ ხანგრძლივვადიან პროცედურებთანაა დაკავშირებული და, ხშირ შემთხვევაში, იწვევს მერქნული რესურსის სასაქონლო ღირებულების დაკარგვას, წარმოდგენილი ცვლილებით კი იმ შემთხვევაში თუ ტყითმოსარგებლე (მათ შორის ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან არ გამოზიდავს მერქნულ რესურსს, იგი პირდაპირ ჩაითვლება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებად და მისი შემჭიდროებულ ვადებში განკარგვის უფლებამოსილება ექნება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რაც თავიდან აგვაცილებს სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი თანხების დაკარგვას.

აზრი გამოთქვა:      სერგო ფარეიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება დატოვებული მერქნული რესურსის განკარგვის უფლებამოსილება გააჩნდეს არა მომსახურების სააგენტოს, არამედ სატყეო მეურნეობის სააგენტოს. 

აზრი გამოთქვა:      არჩილ ადამიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილები სასწრაფოდ შესატანია კანონპროექტში, ამიტომ ამ ეტაპზე Mკანონპროექტი მივიღოთ წარმოდგენილი რედაქციით და შემდგომში გადავწყვიტოთ მერქნული რესურსის განკარგვის უფლებამოსილება რომელ სააგენტოს გადაეცეს.

გადაწყვიტეს:            მიზანშეწონილად განისაზღვროს კანონპროექტის «სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” წარდგენა პარლამენტის სხდომაზე  INმოსმენით განსახილევლად.

მოისმინეს:        გოჩა მამაცაშვილის მოკლე ინფორმაცია მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე "ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე". აღინიშნა, რომ კანონპროექტს იხილავენ III მოსმენით. კანონპროექტის შესაბამისად ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან შესაძლებელი ხდება ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა, თუ საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნებისათვის ხორციელდება საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიისათვის მიჩენილი უბნის გამოყოფა. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ქალაქ თბილისის საზღვრებში სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური კატეგორიის მინიჭებას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გადაწყვეტილებით.

გადაწყვიტეს:           მიზანშეწონილად განისაზღვროს "ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის წარდგენა პარლამენტის სხდომაზე  IIINმოსმენით განსახილევლად.

სხდომის თავმჯდომარე                                    ზაალ გამცემლიძე

სხდომის მდივანი                                        ნანა გოგიტიძ

 
modules