ოქმი #48

                                                          საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

 

                                                                                 სხდომის  ოქმი #48

ქ. თბილისი                                                                                                                                                                        20010 წლის 12  თებერვალი

კომიტეტის

სხდომათა დარბაზი                                                      

სდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე – სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა გამცემლიძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი იმნაძე  კომიტეტის წევრები – კორნელი კუკულავა, დიდმიტრი ლორთქიფანიძე, ჯაბა მაღლაკელიძე, თენგიზ სხირტლაძე, დავით ჭავჭანიძე, ბეჟან ხურციძე;  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თანამშრომლები: აჩიკო ადამია, სოსო ქარცივაძე, ანა რუხაძე, მარინა მაკაროვა, დიტო ღლონტი; კოდექსის შემუშავების კოორდინატორი, დამოუკიდებელი ექსპერტი, იურისტი სერგო ფარეიშვილი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი მაია ბითაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტები ფიქრია რობაქიძე და ნანა გოგიტიძე – სხდომის მდივანი.

დღის წესრიგი:      1. გარემოს დაცვის კოდექსის განხილვა  

მოისმინეს:                     აკაკი ბობოხიძის მოკლე ინფორმაცია განსახილველი საკითხის შესახებ. აღინიშნა, რომ კომიტეტის წევრთა ინტერესს იწვევს არსებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ერთიან საკანონმდებლო აქტში, კერძოდ გარემოს დაცვის კოდექსში გაერთიანების მიზანშეწონილობის დამადასტურებელი არგუმენტები. რამ განაპირობა ეს იდეა, რა არის კოდექსის დადებითი ან უარყოფითი მხარეები.

აზრი გამოთქვა:        სერგო ფარეიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თავად კოდექსის ფორმა არ წარმოადგენს თვითმიზანს, მთავარია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დახვეწა და მისი ეფექტიანობის ამაღლება, რასაც გარკვეულწილად აბრკოლებს მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაყოფა სექტორებად (ტყე, წიაღი, წყალი, ბიომრავალფეროვნება და სხვ.).

აზრი გამოთქვეს:      აკაკი ბობოხიძემ და გიორგი იმნაძემ, რომელთა აზრითაც კანონმდებლობის ერთიან კოდექსში გაერთიანება არ განაპირობებს კანონმდებლობის შემდგომი დახვეწისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის აუცილებელ პირობას და მოითხოვეს დამატებითი არგუმენტი ამგვარის არსებობის შემთხვევაში.

აზრი გამოთქვა:        სერგო ფარეიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კოდექსი იძლევა გარემოს დაცვის მთელი სფეროს ერთიანობაში აღქმის საშუალებას, ამდენად კოდექსი არ არის არსებული კანონმდებლობის უბრალო, მექნიკური გაერთიანება და საშუალებას იძლევა გამოვასწოროთ პრაქტიკაში არსებული ხარვეზები. ფაქტია, რომ კანონმდებლობა დასახვეწია და მისი დახვეწა და სისტემატიზაცია უფრო უპრიანია ერთი საკანონმდებლო აქტის ფარგლებში.

აზრი გამოთქვა:        აკაკი ბობოხიძემ რომლის აზრითაც ეს მტკიცებულება შესაძლებელია უფრო თვალნათელი გახდეს კოდექსის შინაარსობრივი განხილვის პროცესში.

აზრი გამოთქვა:        აკაკი ბობოხიძემ რომელიც დაინტერესდა, თუ რომელ ქვეყნებში მოქმედებს გარემოს დაცვის კოდექსი.

აზრი გამოთქვა:        სერგო ფარეიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი კოდექსი მაგალითისთვის მოქმედებს შვედეთსა და ყაზახეთში.

აზრი გამოთქვა:        ზაალ გამცემლიძემ,, რომელმაც აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრები ოპონენტები არ არიან. მთავარია სასურველი შედეგის მიღება. პირველ რიგში ჩამოსაყალიბებელია ხედვა, თუ რა გვინდა და საით მივდივართ. ამისათვის აუცილებელია გარემოს დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება, მითუმეტეს, რომ საქართველოს კანონი "გარემოს დაცვის შესახებ" ავალებს სამინისტროს ამგვარი სტრატეგიის შექმნას. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხი. ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება კოდექსის შინაარსზე საუბარი. რაც შეეხება კოდექსის წარმოდგენილ ვარიანტს, თუნდაც იმ მცირედიდან, რისი წაკითხვაც მოვასწარი, გამომაქვს დასკვნა, რომ ტექსტი დასახვეწია როგორც შინაარსობრივად, ასევე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით.  

აზრი გამოთქვეს:      სერგო ფარეიშვილმა და სოსო ქარცივაძემ რომლებმაც აღნიშნეს, რომ კოდექსის შემუშავების პროცესში კოორდინატორსა და გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებს შორის მიმდინარე კონსულტაციების პროცესში თვალნათელი გახდა გარემოს დაცვის  სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა.

აზრი გამოთქვა:        აკაკი ბობოხიძემ, რომელის აზრითაც საჭიროა გარემოს დაცვის კოდექსის შინაარსობრივი განხილვა თავების მიხედვით.

გადაწყვიტეს:           1. დაევალოს კომიტეტის აპარატის უფროსს ნანა თალაკვაძეს გარემოს დაცვის კოდექსის განხილვის გრაფიკის შემუშავება;

                                       2. გარემოს დაცვის კოდექსის განხილვის პროცესის წარმართვა დაევალოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ზაალ გამცემლიძეს.                                      

სხდომის თავმჯდომარე                                     აკაკი ბობოხიძე

სხდომის მდივანი                                         ნანა გოგიტიძე