ოქმი #108

                                                                საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

ოქმი #108

   16.12.2011

სხდომას ესწრებოდნენ:

 

1.        დავით დარჩიაშვილი

2.       ირაკლი კენჭოშვილი

3.       პეტრე მამრაძე

4.       რამინ ბაირამოვი

5.       თეიმურაზ ჩარკვიანი

6.       გიორგი როინიშვილი

7.       ირაკლი ქავთარაძე

      სხდომის თავმჯდომარე: დავით დარჩიაშვილი

      სხდომის მდივანი: ნინო ნიკოლეიშვილი

      სხდომის დღის წესრიგი 

1.      საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით ბაქრაძის კანდიდატურისა და მოლდოვას რესპუბლიკასა და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ილია გიორგაძის კანდიდატურისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.

მომხსენებლები:

  დავით ბაქრაძე - საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატი;

 ილია გიორგაძე – მოლდოვას რესპუბლიკასა და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატი.

სხდომის მსვლელობა:

დავით დარჩიაშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა საბერძნეთის რესპუბლიკასა და მოლდოვას რესპუბლიკასა და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატებს – დავით ბაქრაძესა და ილია გიორგაძეს, წარმოედგინათ, თუ როგორ ესახებათ საქართველო-საბერძნეთსა და საქართველო-მოლდოვა-რუმინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცების პერსპექტივები.

ილია გიოგაძემ აღნიშნა, რომ რუმინეთი საქრთველოს სტრატეგიული პარტნიორი და მისი ინტერესების გამტარებელი და მხარდამჭერია ევროკავშირსა და ნატოში. მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებით დაინტერესებულია რუმინეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილების გაცნობითა და თანამშრომლობის გაღრმავებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთი ერთერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია. ილია გიორგაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია რუმინეთისა და საქართველოს თანამშრომლობა ტრანსპორტირების სექტორში და ბათუმი-კონსტანცას საზღვაო-სატრანსპორტო დერეფანი გადამწყვეტ როლს თამაშობს აღნიშნულ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია AGღI  პროექტის განხორციელება აზერბაიჯანს, საქართველოსა და რუმინეთს შორის, რომელიც ითვალისწინებს გათხევადებული ბუნებრივი აირის ტემინალის მშენებლობას საქართველოსა და რუმინეთში, რაც ზრდის საქართველოს როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლს.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, ერთის მხრივ, დამყარებულია საბერძნეთის ინტერესზე - შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირები სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის სტრატეგიულ ზონებში, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ინტერესზე- განავითაროს არსებული ურთიერთობები ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებთან. მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: ეკონომიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ზღვაოსნობა. საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და საბერძნეთს შორის საზღვაო ადმინისტრირების შესახებ მომორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით. დავით ბაქრაძე საუბრისას შეეხო საკონსულო თემატიკას და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოქმედებს რეადმისიის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ხდება საბერძნეთთან ურთიერთობა მიგრაციასთან დაკავშირებულ თემატიკაზე. სამწუხაროდ, ქართველ მიგრანტებს საბერძნეთში მრავალი პრობლემა ექმნებოდათ. თუმცა ქართული მხარის ძალისხმევით მოხერხდა სიტუაციის გამოსწორება და საქართველოს საელჩო მომავალშიც განაგრძობს ბერძნულ მხარესთან თანამშრომლობას ქართველი მიგრანტების მდომარეობის გასაუმჯობესებლად.

დავით დარჩიაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკასა და მოლდოვას რესპუბლიკასა და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატებს წარმატება უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და გააქტირუდება.

დავით დარჩიაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules