| ოქმი #107 |
|
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი #107 08.12.2011 სხდომას ესწრებოდნენ: 1. დავით დარჩიაშვილი 2. ირაკლი კენჭოშვილი 3. პეტრე მამრაძე 4. ნუგზარ ერგემლიძე 5. რამინ ბაირამოვი 6. თეიმურაზ ჩარკვიანი 7. გიორგი გოდაბრელიძე 8. სერგო ქიტიაშვილი 9. დავით მახნიაშვილი სხდომის თავმჯდომარე: დავით დარჩიაშვილი სხდომის მდივანი: ნინო ნიკოლეიშვილი სხდომის დღის წესრიგი: 1. "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები; "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” კოდექსის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები; "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ" საქართველოს კოდექსი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (მეორე მოსმენა). მომხსენებლები: ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი, თამარ კოვზირიძე – საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი. მოწვეული სტუმრები: ნათია სამუშია – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, ლანა ონიანი – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, თამთა ოტიაშვილი – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, ალექსანდრე კაჭარავა – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, მერაბ ნარმანია – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველთა ჯგუფი, მანანა შურღულაია – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს თავჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო ლაპიაშვილი – თსუ–ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ნინო ფარსადანიშვილი – თსუ–ს ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ზურა ჯაფარიძე – სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი,D გია ჯანდიერი – ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე–პრეზიდენტი, ლევან ჩოლოყაშვილი – რელიგიათა კვლევის ცენტრი, ნათია ლაპიაშვილი – თსუ–ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი, ვახტანგ კობალაძე – ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, მიშა თავხელიძე – სოციალურად დაუცველი და ხელმოკლე ოჯახების დახმარების კავშირი «ერი». სხდომის მსვლელობა: დავით დარჩიაშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა ვახტანგ ლეჟავას დეპუტატებისთვის მეორე მოსმენით გაეცნო "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები; "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” კოდექსის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები; "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ" საქართველოს კოდექსი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. ვახტანგ ლეჟავამ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შედეგად ბოლო წლების განმავლობაში ქართული კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს. მისი თქმით, წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტიც ევროკავშირის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და უპირველესყოვლისა მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებასა და თავისუფალი მიმოქცევის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აგრეთვე, პროდუქტის გადაადგილების და ბაზარზე განთავსების პროცესში კონკურენციის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობას. «პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ» კოდექსის პროექტის თანახმად, მწარმოებელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გააფრთხილოს მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკების შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარგანსაზღვრული ვადის განმვალობაში. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვადა განისაზღვრება 3 წლით მას შემდეგ რაც დაზარალებულმა მოახდინა ზიანის, წუნის და მწარმოებლის ინდენტიფიცირება. საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩევლის განმარტებით, კოდექსის პროექტში ასახულ იქნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მოწოდებული რამდენიმე შენიშვნა. ვახტანგ ლეჟავამ ასევე აღნიშნა, რომ სამართლიანია შენიშვნა მყისიერი ინფორმაციის სისტემის (ღAPEX) ჩამოყალიბებასა და სისტემაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების შექმნასთან დაკავშირებით. მყისიერი ინფორმაციის სისტემა (ღAPEX) ითვალისწინებს ინფორმაციის სწრაფ გაცვლას იმ სამომხმარებლო პროდუქციასთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. თუმცა მნიშვნელოვანია ერთი გარემოება – მყისიერი შეტყობინების სისტემის ჩამოყალიბება არ არის საქართველოს ცალმხრივი პრეროგატივა და საჭიროა ევროკავშირთან მოლაპრაკებების წარმართვა, რათა მოხდეს საქართველოს, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ჩართვა აღნიშნულ სისტემაში. შესაბამისად, წარმოდგენილი შენიშვნის გათვალისწინება შესაძლებელი იქნება აღნიშნული სისტემის არქიტექტურის ჩამოყალიბების შემდეგ. დავით დარჩიაშვილი დაინტერესდა ხომ არ უნდა გააჩნდეს მიმწოდებელს უაპელაციო ვალდებულება დაიბრუნოს წუნდებული პროდუქტი? ან ხომ არ შეიძლება საუბარი პროდუქტზე ფასის შესაძლო დაკლებაზე, კომპენსაციაზე ან შეკეთების/გამოცვლის ვალდებულებაზე? ვინაიდან ევროკავშირის დირექტივის - "Dირეცტივე ონ ჩერტაინ Aსპეცტს ოფ ტჰე სალე ოფ ცონსუმერ გოოდს ანდ ასსოციატედ გუარანტეეს 1999/44/EEჩ”, თანახმად გამყიდველი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს "ხელშეკრულების შესაბამისი (უნაკლო)” საქონელი. თუ მიწოდებული საქონელი ხელშეკრულებას არ შეესაბამება, მომხმარებელს შეუძლია გამყიდველს მისი უფასო შეკეთება ანდ გამოცვლა მოსთხოვოს. თუ ეს შეუძლებელია, ან ძალზედ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მომხმარებელს სანაცვლოდ შეუძლია მოითხოვოს მიღებული საქონლის ფასის შემცირება ან ხელშეკრულების მოშლა. ვახტანგ ლეჟავამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ერთობლივად დაზუსტდეს ამ დირექტივის სავალდებულო ხასიათი და მისი გათვალისწინების მოდალობები. ნუგზარ ერგემლიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მალფუჭებად პროდუქციაზე მითითებული იყოს ვარგისიანობის ვადები და დეფექტის არსებობისას დროულად მოხერხდეს მომხმარებლის გაფრთხილება. აუცილებელია ბაზარზე სიმეტრიული ინფორმაციის არსებობა. ვახტანგ ლეჟავამ წარმოადგინა კანონის პროექტი «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ», რომელიც ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერი შემზღუდავი ქმედებების, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის პრევენციისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრას. ისეთ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებსაც ადგილი აქვს შესაბამის ბაზარზე და არამართლზომიერად ზღუდავს ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებულ კონკურენციასა და თავისუფალ ვაჭრობას. საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩევლის განმარტებით, გათვალისწინებულ იქნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გამოთქმული მთელი რიგი შენიშვნებისა. კერძოდ, ხდება ცნების - "პოტენციური კონკურენტი ეკონომიკური აგენტი" დაზუსტება. მხედველობაში იქნა აგრეთვე მიღებული შენიშვნა, რომელიც ეხებოდა სანქციების ტიპებს. ტექსტიდან ამოღებულია «სტრუქტურული სანქცია». ვახტანგ ლეჟავამ აღნიშნა, რომ არ იქნა გათვალისწინებული შენიშვნა, რომელიც ეხებოდა "მიზანმიმართულად” დისკრიმინაციული პირობების დაწესებას. ვინაიდან კონკურენცია თავისთავად გულისხმობს მეტოქეობას შესაბამის ბაზარზე უპირატესობის მოპოვების მიზნით, რაც რა თქმა უნდა არ იკრძალება და საბოლოო მომხმარებელი ამით იღებს სარგებელს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური აგენტი მიზანმიმართულად ახორციელებს ისეთ ქმედებს, რომ ხელოვნურად განდევნოს კონკურენტი ეკონომიკური აგენტი ბაზრიდან, ასეთი ქმედებები დაუშვებელია. აღნიშნული მიდგომა შეესაბამება კონკურენციის თანამედროვე რეგულირების პრინციპს – ღულე ოფ რეასონ. დავით დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში საქმე გვაქვს უფრო მეტად სემანტიკურ გაუგებრობასთან და სასურველი იქნება თუ ტერმინი დისკრიმინაცია შეიცვლება. ვინაიდან, დისკრიმინაცია თავისთავად კანონსაწინააღმდეგო ცნებაა და მით უფრო კონკურენციის კანონმდებლობაში, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ აგენტთა თანაბრობას ბაზარზე. მიზანმიმართულად დისკრიმინაციის ქმედება კი აღმატებული ხარისხის კანონდარღვევად უნდა ჩაითვალოს. თუმცა ტექსტი ისეთნაირად იკითხება, რომ დისკრიმინაცია მიზანმიმართული თუ არ არის, ის არ ექვემდებარება აკრძალვას. ვახტანგ ლეჟავა დაეთანხმა აღნიშნულ შენიშვნას და შემდგომი რედაქციული სამუშაოსათვის მზადყოფნა დაადასტურა. თამარ კოვზირიძემ დეპუტატებს გააცნო შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც ასახულ იქნა "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ" საქართველოს კოდექსის პროექტში. მხედველობაში იქნა მიღებული შენიშვნა, რომელიც ეხებოდა ბიზნეს-ოპერატორის ვალდებულებებს და კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "ბიზნეს–ოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების შესაბამისობა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.’’ აგრეთვე კოდექსის პროექტში ასახულ იქნა შენიშვნა, რომელიც ითვალისწინებდა მავნებელი სურსათის/ცხოველის საკვების თაობაზე ინფორმაციის მომხმარებელთათვის მიწოდების ვალდებულებას. სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლნიც აქტიურად მონაწილობდნენ კანონპროექტების განხილვაში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა სხვა შენიშვნებიც, რომლებიც ასახულ იქნა კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნებში. ზემოაღნიშნული და სხვა შენიშვნების გათვალისწინებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვას პლენარულ სხდომაზე. დავით დარჩიაშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე |






