ოქმი #105

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

 ოქმი #105

   11.11.2011

სხდომას ესწრებოდნენ:

1.        დავით დარჩიაშვილი

2.       ირაკლი კენჭოშვილი

3.       ირაკლი ქავთარაძე

4.       დავით მახნიაშვილი

5.       პეტრე მამრაძე

6.       კობა ხაბაზი

7.       გიორგი როინიშვილი

8.       ნუგზარ ერგემლიძე

9.       რამინ ბაირამოვი
  

      სხდომის თავმჯდომარე: დავით დარჩიაშვილი

      სხდომის მდივანი: ნინო ნიკოლეიშვილი

      სხდომის დღის წესრიგი:

1.      საქართველოს პარლამენტის წევრების: ა. ალავიძისა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, «უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

 მომხსენებელი:

   კახაბერ ანჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი.    

სხდომის მსვლელობა:

დავით დარჩიაშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა კახაბერ ანჯაფარიძეს დეპუტატებისთვის გაეცნო კანონის პროექტი «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» და თანმდევი კანონპროექტები.

კახაბერ ანჯაფარიძემ განმარტა, რომ კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს გაეროს რეზოლუციების შესრულებისათვის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სათანადო რეგულირების შემოტანა საქართველოს კანონმდებლობაში. კანონპროექტი ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნას, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრულ პირთა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რათა ამ პირებმა ხსენებული ქონებით არ მოახდინონ ტერორიზმის დაფინანსება ან სხვა რაიმე ფორმით დახმარება. ზემოაღნიშნული კომისიის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მიზნით უფლება ექნებათ გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს შესაბამის პირებს. ამასთანავე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, განთავისუფლებული იქნება საერთო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკითხის განხილვას პლენარულ სხდომაზე.

დავით დარჩიაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules