ოქმი #102

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

ოქმი #102

   26.10.2011

სხდომას ესწრებოდნენ:

1.        ირაკლი კენჭოშვილი

2.       დავით მახნიაშვილი

3.       პეტრე მამრაძე

4.       კობა ხაბაზი

5.       თეიმურაზ ჩარკვიანი

6.       გიორგი გოდაბრელიძე

7.       რამინ ბაირამოვი

8.       გიორგი როინიშვილი

9.       სერგო ქიტიაშვილი

      სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი კენჭოშვილი

      სხდომის მდივანი: ნინო ნიკოლეიშვილი

      სხდომის დღის წესრიგი:

1.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ», «დაზღვევის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ» კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ», «წიაღის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს კოდექსი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ», «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ».

2.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონდმებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართელოს კანონის პროექტები: «იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «იარაღის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საგზაო მოძარობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «წყლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სამშენებლო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ», «პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე»

3.       საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ხელშეკრულება: «ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის)» 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების ცვლილება ნომერი ორი.»

მომხსენებელი:

   გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი,

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.  

  სხდომის მსვლელობა:

ირაკლი კენჭოშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა გია ხუროშვილს დეპუტატებისთვის გაეცნო მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ» და თანდმევი კანონპროექტები.

გია ხუროშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასაწყებად ევროკომისიამ დაასახელა ოთხი სფერო, მათ შორის კონკურენციის სფერო, რომელიც საჭიროებს რეფორმას. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი მიზანად ისახავს კონკურენციის სფეროში  ქართული კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან მიახლოვებას და მისი ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერი შემზღუდავი ქმედებების, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის პრევენციისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ისეთ ქმედებებზე რეაგირება, რომლებსაც ადგილი აქვს შესაბამის ბაზარზე და არამართლზომიერად ზღუდავს ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებულ კონკურენციასა და თავისუფალ ვაჭრობას. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, ეკონომიკური აგენტების მხრიდან კონკურენციის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღსაკვეთის მიზნით იქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ბაზარზე ეკონომიკურ აგენტების თავისუფალი დაშვებისთვის პირობების უზრუნველყოფას, ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობას, ეკონომიკურ აგენტების საქმიანობისას მათი თანასწორუფლებიანობის დაცვას, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობას.

ირაკლი კენჭოშვილმა დაინტერესდა, თუ რას გულისხმობს ტერმინი  - "პოტენციური კონკურენტი ეკონომიკური აგენტი" (ჯერ დაურეგისტრირებელია? დარეგისტრირებულია, მაგრამ უმოქმედო?). ასევე აღნიშნა, რომ პროექტში ფიგურირებს ისეთი ჩანაწერები, როგორიცაა "აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი სახის ხელშეკრულებები... რომელიც.... მიზანმიმართულად აწესებს დისკრიმინაციული პირობებს ...".  (და სხვა). მისი თქმით, ტერმინი "მიზანმიმართულად"  - ქმედების კვალიფიკაციას ასახავს და ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თუ ქცევა არ დაკვალიფიცირდა როგორც მიზანმიმართული, საწარმოს არ მოეთხოვება პასუხი  კონკურენციის პრინციპების დარღვევისთვის.

ამასთან დაკავშირებით გია ხუროშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება კანონპროექტის მეორე მოსმენისას.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტთა პაკეტი აგრეთვე მოიცავს საქართველოს კოდექსს «სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ», რომელშიც ასახულია ევროკავშირის საკვების უვნებლობის სამართლის ძირითად მიზნები, პრინციპები და პროცედურები. ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის ძირითად მიზნებში იგულისხმება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ცხოველთა და მცენარეთა უვნებლობის უზრუნველყოფა, მომხმარებელთა ინტერესების დაკმაყოფილება, საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემა, სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირება და ჰარმონიზება, მათ შორის სამეცნიერო და ტექნიკური ასპექტების გათვალისწინებით, და სურსათითა და ცხოველთა საკვებით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის თქმით, კოდექსის პროექტი აერთიანებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში დღეს მოქმედ საქართველოს ძირითად საკანონმდებლო აქტებს. მასში მკაფიოდ არის გამიჯნული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციები; კოდექსი განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლის ფორმებს და მექანიზმებს, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებს, სურსათის/ცხოველის საკვების და პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. საქართველოს კოდექსის პროექტი «სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ» ახელბურად აყალიბებს და ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ახალ სახეებს კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევისათვის. მავნებელი სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ვალდებულების შეუსრულებლობა ბაზარზე უკვე განთავსებული მავნებელი პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

გია ხუროშვილმა წარმოადგინა საქართველოს კოდექსის პროექტი «პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ»,  რომელიც ითვალისწინებს ხარისხის ინფრასტრუქტურის, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტებისა და მშენებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გაერთიანებასა და დახვეწვას. კოდექსის პროექტში გაწერილია პროდუქტის მწარმოებლის ვალდებულებები, რათა მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია პროდუქტზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსებას და მომხმარებლის სრულად ინფორმირებულობას. საქართველოს კოდექსის პროექტი «პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ» ითვალისწინებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბებასა და ინსპექტირების ორგანოების საქმიანობისთვის სამართლებრივი ბაზის შექმნას.

ირაკლი კენჭოშვილის თქმით, სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს მთავრობის სტრატეგია ითვალისწინებს პროდუქციის უსაფრთხოების ზოგადი დირექტივისა და წუნდებულ პროდუქციაზე პასუხისმგებლობის დირექტივის მოთხოვნების შემოღებას. კერძოდ, პროდუქციის უსაფრთხოების ზოგადი დირექტივა (GPშD 2001/95/ჩE1) პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების თაობაზე აწესებს მყისიერი ინფორმაციის სისტემას (ღAPEX), რათა მოხდეს ინფორმაციის სწრაფი გაცვლა  იმ სამომხმარებლო პროდუქციასთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ზემოაღნიშნული დირექტივის მე-11 მუხლის თანახმად, შეტყობინების პროცედურა მიზნად ისახავს აგრეთვე ინფორმაციის გაცვლას ზომებსა და ქმედებებზე იმ სამომხმარებლო პროდუქციასთან მიმართებით, რომლებიც არ უქმნის სერიოზულ საფრთხეს მომხმარებელთა ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. წარმოდგენილი კოდექსის პროექტში არაა გათვალისწინებული როგორც ღAPEX-ის სისტემის ჩამოყალიბება, ასევე სისტემაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების შექმნა.

ამასთან დაკავშირებით გია ხუროშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტის მიერ მომზადებული შენიშვნები დეტალურად იქნება განხილული და შეძელბისდაგვარად მოხდება მათი გათვალისწინება კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას.ს

სხდომაზე გამოითქვა სხვა შენიშვნებიც, რომლებიც ასახულ იქნა კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნაში. ზემოაღნიშნული და სხვა შენიშვნების გათვალისწინებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

რუსუდან კემულარიამ დეპუტატებს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის) დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების” ცვლილება ნომერი ორი”. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (UშAID) 2010 წლის 25 თებერვალს გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოსთვის 123 260 000 ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, იზრდება UშAID–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების Mმთლიანი თანხა 123 260 000-დან 128 012 670 ამერიკულ დოლარამდე, ხოლო საქართველოს მთავრობის მონაწილეობა იზრდება 41 086 666-დან 42 244 181 ამერიკულ დოლარამდე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ირაკლი კენჭოშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის

თავმჯდომარის პირველი მოადგილე

 
modules