ოქმი #101

აქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

 ოქმი #101

   21.10.2011

სხდომას ესწრებოდნენ:

1.        დავით დარჩიაშვილი

2.       დავით მახნიაშვილი

3.       პეტრე მამრაძე

4.       გიორგი როინიშვილი

5.       ნუგზარ ერგემლიძე

6.       კობა ხაბაზი

7.       თეიმურაზ ჩარკვიანი

      სხდომის თავმჯდომარე: დავით დარჩიაშვილი

      სხდომის მდივანი: ნინო ნიკოლეიშვილი

      სხდომის დღის წესრიგი:

1.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტებს: «უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, «სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, «უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, «ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, «სპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

მომხსენებელი:

   პაპუნა დავითაია – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. 

სხდომის მსვლელობა:

დავით დარჩიაშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა პაპუნა დავითაიას დეპუტატებისთვის გაეცნო კანონპროექტები, რომელებიც უცხოეთში მცხოვრები ქართველი თანამემამულეებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

პაპუნა დავითაიას თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი საშუალებას მისცემს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ისარგებლონ გარკვეული პრივილეგიებით, რაც  ხელს შეუწყობს მათ დაახლოებას ისტორიულ სამშობლოსთან. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის სამართლებრივი დარეგულირება, კერძოდ მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა საკანონმდებლო დონეზე და სტატუსის მინიჭების სამართლებრივი მექანიზმის შექმნა. კანონპროექტით განისაზღვრება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სამართლებრივი სტატუსი, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნების საფუძველზე, ანიჭებს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და გასცემს სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას. პაპუნა დავითაიას განმარტებით, კანონპროექტთა პაკეტით გათვალისწინებულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ზოგადი და უმაღლესი განათლების დაფინანსება, ხოლო სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

დავით დარჩიაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules