ოქმი # 99

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

ოქმი # 99

   28.09.2011

სხდომას ესწრებოდნენ:

1.        დავით დარჩიაშვილი

2.       გიორგი გოდაბრელიძე

3.       დავით მახნიაშვილი

4.       პეტრე მამრაძე

5.       კობა ხაბაზი

6.       გიორგი როინიშვილი

7.       ნუგზარ ერგემლიძე

8.       ირაკლი კენჭოშვილი
  

      სხდომის თავმჯდომარე: დავით დარჩიაშვილი

      სხდომის მდივანი: ნინო ნიკოლეიშვილი

      სხდომის დღის წესრიგი:

1.      საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება)"

მომხსენებელი:

    რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.   

  სხდომის მსვლელობა:

დავით დარჩიაშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა რუსუდან კემულარიას დეპუტატებისთვის გაეცნო საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი - "საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება)".

რუსუდან კემულარიამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის გამოყოფას IDA–ს შეღავათიანი პირობებით. აღნიშნული პროგრამის პირველი და მეორე ფაზები 2009–2010 წლებში განხორციელდა. საქართველომ პირველ ფაზის ფარგლებში 90 მილიონი, ხოლო მეორე ფაზის ფარგელებში 51 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო. ღონისძიების მესამე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მიერ განსახორცილებელი რეფორმების ხელშეწყობას და მოხმარდება საფინანსო და სოციალური სფეროების დაფინანსებას. კერძოდ, ბიუჯეტს, სამედიცინო დაზღვევის პროგრამას, საინვესტიციო გარემოს, სახელმწიფო მართვისა და სოციალური დახმარების სისტემების გაუმჯობესებას.

დავით დარჩიაშვილი დაინტერესდა, თუ როგორია ზოგადად საქართველოს მიერ საგარეო ვალის დაფარვის დინამიკა?

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო საგარეო ვალის დაფარვის მაღალი მაჩვენებლები გააჩნია და  კარგი რეპუტაციით სარგებლობს კრედიტორთა შორის, რისი დასტურიცაა ზემოთ ხსენებული სასესხო ხელშეკრულების გაფორმება მხარეთა შორის.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი სარატიფიკაციო დოკუმენტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

დავით დარჩიაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules