ოქმი # 91

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტრის სხდომის

ოქმი # 91

 

03. 05. 11

სხდომას ესწრებოდნენ:

1.      დავით დარჩიაშვილი

2.      ირაკლი კენჭოშვილი

3.      სერგო ქიტიაშვილი

4.      კობა ხაბაზი

5.      ირაკლი ქავთარაძე

6.      პეტრე მამრაძე

7.      დავით მახნიაშვილი

სხდომის თავმჯდომარე: დავით დარჩიაშვილი

სხდომის მდივანი: ნინო ხუციშვილი

სხდომის დღის წესრიგი:

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ელჩების კანდიდატურების განხილვა.

მოწვეული სტუმარი:

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი _ ირაკლი გორდელაძე.

სხდომის მსვლელობა:

დავით დარჩიაშვილის წინადადებით, ირაკლი გორდელაძემ სხდომაზე განსახილველად გამოიტანა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ელჩების კანდიდატურებისათვის თანხმობის მიცემის საკითხი. ირაკლი გორდელაძემ სხდომის წევრებს წარუდგინა:

რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, ჭFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კონსტანტინე გაბაშვილის კანდიდატურისათვის თანხმობის მიცემის საკითხი;

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად პაატა გაფრინდაშვილის კანდიდატურისათვის თანხმობის მიცემის საკითხი;

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სალომე სამადაშვილის კანდიდატურისათვის თანხმობის მიცემის საკითხი;

იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მამუკა კუდავას კანდიდატურისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანდიდატურების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

დავით დარჩიაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის

კომიტეტრის თავმჯდომარე

 
modules