ოქმი #90

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

ოქმი #90

1   13.04.11

სხდომას ესწრებოდნენ:

1. კენჭოშვილი ირაკლი

2. გოდაბრელიძე გიორგი

3. როინიშვილი გიორგი

4. მამრაძე პეტრე

5. ქავთარაძე ირაკლი

6. ერგემლიძე ნუგზარი

7. მახნიაშვილი  დავითი

8. ხაბაზი კობა

9. ჩარკვიანი თეიმურაზი

10. ბაირამოვი რამინი

სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი კენჭოშვილი

სხდომის მდივანი: ნინო ხუციშვილი

დღის წსრიგი:

1. "გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი.

2. პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს საქართველოს სახელით როგორც მსესხებელი და შOჩIEთE GENEღALE-ს, როგორც უფლებამოსილ წამყვან ორგანიზატორს და სესხის გამცემს, შორის  ჩOFAჩE-ის მყიდველის საკრედიტო ხელშეკრულება".

 

მოწვეული სტუმრები:

 

1. საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი  - რუსუდან კერვალიშვილი

 

2. ფინანსთა მინისტრის მოადგილე -   რუსუდან კემულარია

 

სხდომის მსვლელობა:

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომის წევრებს წარუდგინა…რუსუდან კერვალიშვილი და სთხოვა წარმოედგინა "გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი.

     რუსუდან კერვალიშვილმა წარმოადგინა "გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი.და აღნიშნა, რომ   2011-2013 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. გეგმის სტრუქტურისა და მისი შინაარსის გათვალისწინებით ღონისძიებები დაგეგმილია შემდეგ რვა სფეროში: 1.გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმების გაძლიერება;  2. განათლება და ცნობიერების ამაღლება;  3. ეკონომიკა;  4. სტატისტიკა;  5. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა;  6. უსაფრთხოება და მშვიდობის მშენებლობა;  7. ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა;  8. გარემოს დაცვა.

      აღსანიშნავია,რომ გეგმა ითვალისწინებს უკვე არსებული გორის გენდერული თანასწორობის ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობას. რუსული ოკუპაციის შემდეგ, კონფლიქტურ რეგიონებში გენდერული საკითხების მოწესრიგების ხელშეწყობისა და კონფლიქტის შემდგომი რეკონსტრუქციის პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიღების მიზნით, ქ.გორში შეიქმნა გენდერული თანასწორობის რესურსცენტრი. აღნიშნული პროექტის მხარდაჭერას ახორციელებენ გაეროს სააგენტოები საქართველოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობა და არასამთავრობო ორგანიზაციები. რესურსცენტრის საქმიანობას კოორდინირებას უწევს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო.

     ასევე აღსანიშნავია, რომ  ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და საჭიროა გენდერული სტატისტიკის სრულყოფა. ამ მიზნით, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელშეწყობას.

      საბჭოს ამოცანაა გააძლიეროს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ ჩართულობას. სასურველია დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და ხელი შეეწყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობას.

     ევროპის სამეზობლო პოლიტიკის თანახმად, ქვეყანაში უნდა იქნას უზრუნველყოფილი კაცისა და ქალის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობა, რათა არ შეიქმნას გენდერული თანასწორობის დისბალანსი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.     

რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს საქართველოს სახელით როგორც მსესხებელი და შOჩIEთE GENEღALE-ს, როგორც უფლებამოსილ წამყვან ორგანიზატორს და სესხის გამცემს, შორის  ჩOFAჩE-ის მყიდველის საკრედიტო ხელშეკრულება" და აღნიშნა, რომ 2010 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მთავრობას,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ და EUღOჩOPთEღ_ს შორის გაფორმდა კონტრაქტი (შემდგომშჲ "კომერციული კონტრაქტი") ორი Aშ 332 LI ვერტმფრენის და ერთი   Aშ350 B3 ვერტმფრენის მიწოდების და აღნიშნულისთვის საჭირო მხარდაჭერისა და მომსახურებების შესახებ.

       კომერციული კონტრაქტის მთლიანი ფასი (შემდგომში წოდებული "კომერციული კონტრაქტის ფასი") შეადგენს 45,140,000.00 ევროს. რომელიც მოიცავს შემდეგს: 40,817,554.00 ევროს ვერტმფრენებისათვის და 4,322,446.00 ევროს მომხმარებელის მომსახურების პაკეტისათვის.

     მსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე და სესხის გამცემის თანხმობით, მსესხებლისთვის შედგენილი იქნა ჩOFAჩE მყიდველის საკრედიტო ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული პირობებით,რომელიც მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული კომერციული კონტრაქტის ფასის 85%_ის დაფინანსებას.

     წარმოდგენილ ხელშეკრულებასთან დაკავშჲრებით, კომიტეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია და მხარი დაუჭირა აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ირაკლი კენჭოშვილი

ევროპასტან ინტეგრაციისკომიტეტის

თავმჯდომარის პირველი მოადგილე

 
modules