| ოქმი #89 |
|
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი #89 07.04.11 სხდომას ესწრებოდნენ: 1. კენჭოშვილი ირაკლი 2. გოდაბრელიძე გიორგი 3. მამრაძე პეტრე 4. როინიშვილი გიორგი 5. ერგემლიძე ნუგზარი 6. მახნიაშვილი დავითი 7. ჩარკვიანი თეიმურაზი სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი კენჭოშვილი სხდომის მდივანი: ნინო ხუციშვილი სხდომის დღის წესრიგი:
მოწვეული სტუმრები:
სხდომის მსვლელობა: სხდომის თავმჯდომარემ ირაკლი კენჭოშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის წევრი ანდრო ალავიძე და სთხოვა გაეკეთებინა მოხსენებაA"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ანდრო ალავიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე მაუწყებლებს შესაძლებლობა მიეცემათ სარეკლამო ჭრა გააკეთონ ახალი ამბების, საზოგადოებრივ პოლიტიკურ, წინასაარჩევნო პროგრამებში ან დოკუმენტურ ფილმებში, რომელთა ხანგრძლივობაც 15 წუთზე მეტია, მაშინ, როდესაც დღეს მოქმედი რედაქციით დადგენილია 30 წუთიანი შეზღუდვა. შესაბამისად 45 წუთიანი შეზღუდვა მცირდება 30 წუთამდე, ანუ ამჟამად რომ დღეს მოქმედი რედაქციით იკრძალება იმ მხატვრული ფილმის, ტელეფილმის ან ფილმის სერიის შეწყვეტა, რომლის ხანგრძლივობაც 45 წუთზე ნაკლებია. შემოთავაზებული ცვლილებით 45 წუთი იცვლება 30 წუთით და იკრძალება 30 წუთზე ნაკლები მხატვრული ფილმის, ტელეფილმის ან ფილმის სერიის შეწყვეტა. ასევე განისაზღვრება, რომ ტელე ან რადიოარხზე, რეკლამის და ტელეშოპინგის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20% ( დღეს მოქმედ რედაქციაში დადგენილია, რომ რეკლამისა და ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობას 15 %-ს). კომიტეტში გამოითქვა აზრი, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ლიბერალიზაცია სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებით ოპტიმალური ვარიანტია და არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. კომიტეტი მხარს უჭერს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას. ირაკლი კენჭოშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდოამრის პირველი მოადგილე |






