ოქმი #88

საქართველოს პარლამენიტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

ოქმი #88

 

25.03.11

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

1. კენჭოშვილი ირაკლი

2. ჩარკვიანი თეიმურაზი

3. მამრაძე პეტრე

4. ბაირამოვი რამინ

5. მახნიაშვილი  დავითი

6. ხაბაზი კობა

7. ქავთარაძე ირაკლი

 

 

სხდომის თავმჯდომარეირაკლი კენჭოშვილი

სხდომის მდივანინინო ხუციშვილი

 

 

 

დღის წსრიგი:

 

1. საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში  პროექტის „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისშესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოსკანონის პროექტს.

 

 

მოწვეული სტუმრები:

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილი – პაპუნა პეტრიაშვილი

 

სხდომის მსვლელობა:

 

 ბატონმა ირაკლი კენჭოშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი და სთხოვაგაეკეთებინა მოხსენება საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში  პროექტის „საქართველოს 2011 წლისსახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე „სახელმწიფო ვალის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოსკანონის პროექტზე.

 

 

 ბატონმა პაპუნა პეტრიაშვილმა აღნიშნარომ 2010 წლის ბოლოს, მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით, 2011 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენდა 4,5 % – ს, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსის – 7%–ს. სწორედ ეს პროგნოზები დაედო საფუძვლად, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. განახლებული  მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით, მიმდინარე წელს მშპ–ს რეალური ზრდა, რომელიც საფუძვლად უდევს ბიუჯეტის წარმოდგენილ ცვლილებას, პროგნოზირებულია 5, 5 %–ის ფარგლებში, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი 8%–ის ოდენობით. ასევე დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა და შეადგენდა 6,4%–ს.

      განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტში იზრდება 350,0 მლნ ლარით.

 

აღნიშნული კანონპროექტების მიმართ კომიტეტსთავის კონპეტენციის ფარგლებშიშენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს განხილვასპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

 

 ირაკლი კენჭოშვილი

 

 

 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის

 თავმჯდომარის პირველი მოადგილე

 

 
modules