|
საქართველოს პარლამენიტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
ოქმი #87
25.03.11
სხდომას ესწრებოდნენ:
1. დარჩიაშვილი დავითი
2. კენჭოშვილი ირაკლი
3. მამრაძე პეტრე
4. ქიტიაშვილი სერგო
5. ერგემლიძე ნუგზარი
6. მახნიაშვილი დავითი
7. ხაბაზი კობა
8. ქავთარაძე ირაკლი
სხდომის თავმჯდომარე: დავით დარჩიაშვილი
სხდომის მდივანი: ნინო ხუციშვილი
დღის წესრიგი:
1. "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ" ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები.
მოწვეული სტუმრები:
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე - ირაკლი გორდულაძე.
სხდომის მსვლელობა:
დავით დარჩიაშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა ირაკლი გორდულაძე და სთხოვა წარმოედგინა"საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ" ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები.
ირაკლი გორდულაძემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის 1995 წლის 19 იანვარს გაფორმდა. აღნიშნულ შეთანხმებაში ასახული ცვლილებები ტექნიკური და სამართლებრივი ხასიათისაა. "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა" იცვლება "საქართველოს მთავრობით". იურიდიული ცვლილების თანახმად ერთ-ერთ სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის დაწესებული მოსაკრებელი ვრცელდება.
კომიტეტის თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, კომიტეტი მიესალმება ხელშეკრულებაში წარმოდგენილ ცვლილებებს და მხარს უჭერს დოკუმენტის რატიფიცირებისათვის მის პლენარულ სხდომაზე გატანას.
დავით დარჩიაშვილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
|