| ოქმი #86 |
|
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი #86
22.03.11
სხდომას ესწრებოდნენ:
1. კენჭოშვილი ირაკლი 2. გოდაბრელიძე გიორგი 3. როინიშვილი გიორგი 4. მამრაძე პეტრე 5. ქიტიაშვილი სერგო 6. ერგემლიძე ნუგზარი 7. მახნიაშვილი დავითი 8. ხაბაზი კობა 9. ჩარკვიანი თეიმურაზი
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი კენჭოშვილი სხდომის მდივანი: ნინო ხუციშვილი
დღის წსრიგი:
1. საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობის აქტუალური საკითხების ირგვლივ არსებული მდგომარეობა («აღმოსავლეთ პარტნიორობა», «პარტნიორობა მობილურობისათვის»).
მოწვეული სტუმრები:
1. თამარ ბერუჩაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
სხდომის მსვლელობა:
ირაკლი კენჭოშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფომინისტრის მთავარი მრჩეველი, თამარ ბერუჩაშვილი და სთხოვა გაეკეთებინა მოხსენება.
თამარ ბერუჩაშვილმა სხდომაზე დეტალურად განიხილა ევროკავშირის 27 ქვეყნისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 სახელმწიფოსთანსაქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები.
მან მიმოიხილა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის, ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” და ”პარტნიორობამობილურობისათვის” პროგრამების ფარგლებში მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების დინამიკა. კერძოდ, აღნიშნა რომ 2010წელს სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ მომზადდა ყოველწლიური ანგარიში და შემუშავებული იქნა 2011 წლის სამოქმედო გეგმა.აგრეთვე საქართველოს მიერ პროგრესული ნაბიჯები იქნა გადადგმული ასოცირების ხელშეკრულების კუთხით, კერძოდ ჩატარდა 3 პლენარულისესია და მოლაპარაკებები სასურველი ტემპით მიმდინარეობს.
ბერუჩაშვილის განმარტებით ამ ეტაპზე საქართველოს მიზანია, რაც შეიძლება მალე დაიწყოს DჩFთA–თან დაკავშირებული მოლაპარაკებები,სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგისა და უსაფრთხოების საკითხები.
მომხსენებელმა კურადღება გაამახვილა ევროკავშირის ახალ პოლიტიკაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობასთანდაკავშირებით და აღინიშნა რომ საქართველო მას იყენებს, როგორც ფორმატს თავისი თავის წარმოსადგენად.
სხდომაზე საუბარი შეეხო "პარტნიორობა მობილურობისთვის ევროკავშირის ინიციატივას". აღნიშნული პროგრამა გულისხმობს მიგრაციისსაკითხებში თანამშრომლობას და მოიცავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით, ერთობლივი ბრძოლისღონისძიებების გატარებას, ასევე ცირკულარული მიგრაციის, დროებითი ბინადრობის და დასაქმების საშუალებების შექმნას.
მიგრაციის პოლიტიკის I ეტაპი - ვიზების გამარტივება და რეადმისიის ხელშეკრულების გაფორმება საქართველომ უკვე განახორციელა და ამმხრივ ჩვენი ქვეყნის მიზანი ვიზების გაცემის შემდგომი ლიბერალიზაციაა. II ეტაპი არის ევროკავშირში ლეგალურად მომუშავე საქართველოსმოქალაქეების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, რისთვისაც უნდა შეიქმნას მათი დაცვის სამართლებრივი ჩარჩო.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა თამარბერუჩაშვილმა პასუხი გასცა კომიტეტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
ირაკლი კენჭოშვილი
ევროპასთან ინტეგრაციისკომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
|






