| ოქმი #85 |
|
საქართველოს პარლამენიტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
23.02.2011
სხდომას ესწრებოდნენ: 1. დავით დარჩიაშვილი 2. ირაკლი კენჭოშვილი 3. გიორგი გოდაბრელიძე 4. კობა ხაბაზი 5. რამინ ბაირამოვი 6. ნუგზარ ერგემლიძე 7. პეტრე მამრაძე
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულება «საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველო – ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი)». 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე». 3. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან «ევროპული საქართველოსათვის».
რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
მარიამ ვალიშვილი _ ენერგეტიკის მონისტრის მოადგილე.
გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
დავით დარჩიაშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა რუსუდან კემულარიას დეპუტატებისთვის გაეცნო «საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის [გაფორმებული] ფინანსური ხელშეკრულება (საქართველო – ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი)”.
რუსუდან კემულარიამ განაცხადა, რომ 2010 წლის 28 დეკემბერს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმდა ფინანსური ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად სესხის ოდენობაა 20 მლნ ევრო, ცვლადი საპროცენტო განაკვეთით, ხოლო ხანგრძლივობა განისაზღვრა 17 წელით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სესხის მიმღებია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. კემულარიამ განმარტა, რომ პროექტი განხორციელდება შპს «ენგურჰესის” მიერ, EIB-ს გარდა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBღD) (20 მლნ ევროს ოდენობით სესხი) და ევროკავშირის (NIF) (5 მლნ ევროს ოდენობით გრანტი) თანადაფინანსებით. მისი თქმით, პროექტის დასრულება დაგეგმილია 2013 წლის ბოლოსთვის და ითვალისწინებს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულების დაფინანსებას, ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის რეაბილიტაციას, აგრეთვე, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების განხორციელებას გალის წყალსაცავსა და ვარდნილის არხზე. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი განხილული შეთანხმებების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
სხდომაზე დეპუტატთა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა რიგი შეკითხვები და გამოითქვა შენიშვნები. დავით დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და აღნიშნა, რომ რომ ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის ფუნქციების ერთ სამინისტროში მოქცევა შესაძლოა იწვევდა ინტერესთა კონფლიქტს და/ან ართულებდა სფეროს მენეჯმენტს, იმდენად რამდენადაც ლიცენზიების გაცემას, ქვოტების დადგენასა და რესურსებთან მიმართებას თან სდევს ისეთი ასპექტები, რაც ეკოლოგიურ თემატიკას სცილდება. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მან აღნიშნა ევროკავშირის მიერ მიღებული დირექტივები (სახელდობრ: Hაბიტატს Dირეცტივე 92/147/Eჩ, Dირეცტივე 2009/147/Eჩ), რომლებიც რიგი საზოგადოებრივი, ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზნების გათვალისწინებით, უშუალოდ ეხება ბიომრავალფეროვნების მაქსიმალური დაცვის საკითხებს, თუმცა კონკრეტულად არ მიუთითებს უწყებებს, რომელთა დაქვემდებარებაშიც უნდა მოექცეს აღნიშნული სფეროს რეგულირება. დარჩიაშვილმა დასძინა, რომ დაცული ტერიტორიების საკითხი წარმოადგენს განსაკუთრებულ საკითხს და სავარაუდოდ უნდა გაიმიჯნოს ბუნებრივი რესურსების თემატიკისაგან. შესაბამისად, უპრიანია იგი შენარჩუნდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ფარგლებში, რადგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მისი მოქცევა ასევე ატარებს ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის რისკს. სხდომის ფარგლებში გაიმათა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია «ევროპულ საქართველოს” შორის. კოალიიციის წარმომადგენელმა, მიხეილ თავხელიძემ აღნიშნა, რომ «ევროპული საქართველო” აერთიენებს 70-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას და მისი საქმიანობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს ძირითადი ევროპული ფასეულობების დაცვა და მათი საქართველოში დამკვიდრება. მისი თქმით, კოალიციის საქმიანობა მიზნად ისახავს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესების მონიტორინგს და აღნიშნულ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობას. დავით დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და გამოთქვა სურვილი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
დავით დარჩიაშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე |






