ოქმი #83

                                                                           საქართველოს პარლამენიტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

ოქმი #83

04.02.2011

სხდომას ესწრებოდნენ:

1. ირაკლი კენჭოშვილი  

2. გიორგი გოდაბრელიძე

3. გიორგი როინიშვილი

4. კობა ხაბაზი

5. თეიმურაზ ჩარკვიანი

6. სერგო ქიტიაშვილი

7. დავით მახნიაშვილი

8. ნუგზარ ერგემლიძე

9. პეტრე მამრაძე

 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი კენჭოშვილი  

სხდომის მდივანი: ქეთი ჩემია 

 

სხდომის დღის წესრიგი:

1.        საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი «საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმება.

2.       საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი «საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმება.

3.       საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი «საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის ჰაერო მომსახურების შესახებ” შეთანხმება.

4.       «პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი.

მომხსენებელი:

თამარ ჭელიძე – საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

ალექსანდრე გაჩეჩილაძე – სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის გადაყვანა-გადაზიდვის სამმართველოს უფროსი.

გიორგი გორაძე – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი.

ანტონ ქელბაქიანი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების სამინისტროს თანამშრომელი.

 სხდომის მსვლელობა: 

       

       ირაკლი კენჭოშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა თამარ ჭელიძეს დეპუტატებისთვის გაეცნო «საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმება.

 

თამარ ჭელიძემ აღნიშნა, რომ  «საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 მარტის ¹211 განკარგულების შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის განვითარების ძირითად მიმართულებად განისაზღვრა ღია ცის (ლიბერალური) პოლიტიკის განხორციელება და თავისუფალი კონკურენციის მხარდაჭერა. აღნიშნულის შედეგად, ევროპის კომისიის მიერ შემოთავაზებული იქნა «ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმების გაფორმება, რომელიც ეფუძნება «ღია ცის” პრინციპებს და ითვალისწინებს, საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სამართლებრივი ბაზის შექმნას, აგრეთვე ევროგაერთიანების ქვეყნებთან ხელმოწერილ ორმხრივ შეთანხმებებში დანიშნული ავიასაწარმოების რაოდენობის, საჰაერო ხომალდის ტევადობის, ფრენის სიხშირის, გადაყვან-გადაზიდვების ტარიფების და დანიშნულების პუნქტების განსაზღვრის მექანიზმებში არსებული შეზღუდვების მოხსნას. ამასთან, შემოთავაზება ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის ერთიან საავიაციო სივრცეში ინტეგრაციას.

ალექსანდრე გაჩეჩილაძემ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განვითარების ძირითადი მიმართულების – «ღია ცის” პოლიტიკის განხორციელებისა და თავისუფალი კონკურენციის მხარდაჭერის ფარგლებში, შემუშავდა «საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმების პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა ავიასაწარმოაებმა დამოუკიდებლად, კონკრეტული პერიოდისათვის საავიაციო ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესამამისად,  განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელედება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.

«საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის ჰაერო მომსახურების შესახებ” შეთანხმებასთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ავიაგადამზიდავებს, წარმოდგენილი პროექტით, მიეცემათ შესაძლებლობა საჰაერო მიმოსვლები განახორციელონ არა მხოლოდ მხარეთა ტერიტორიებს შორის, არამედ მესამე ქვეყნებში, დამატებითი კომერციული უფლებების გამოყენებით (ე.წ. ჰაერი მეხუთე თავისუფლება). თამარ ჭელიძემ დასძინა, რომ შეთანხმების ხელმოწერა არ არის დაკავშირებული დამატებით საბიუჯეტო ხარჯებთან და ხელს უწყობს ორ სახელმწიფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების არეალის გაფართოებას, თავისუფალი კონკურენციის განვითარებას, მომსახურების პირობების ამაღლებასა და ტურიზმის განვითარებას.

        ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი განხილული შეთანხმებების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი გორაძემ ისაუბრა «პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე და განმარტა, რომ ინიციატივა განსაზღვრავს მსჯავრდებულთა მიერ ხანგძლივი პაემნის უფლების განხორციელების შესაძლებლობასა და აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფის საკითხებს. მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, ხანგძლივი პაემნის სახით, კონტაქტი იქონიონ ოჯახის წევრებთან თავისუფლების აღკვეთის ტერიტორიაზე. ამგავრი უფლებით ისარგებლებს ყველა პატიმარი, გარდა დახურული ტიპის დაწესებულებაში (გარდა უვადო თავისუფლება-აღკვეთილი პირებისა) და საკარანტინო რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულებისა, რომლებსაც დაკისრებული აქვთ დისციპლინარული სახდელი ან/და შეფარდებული აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა. პროექტით, ხანგძლივი პაემნის ხანგძლივობა განსაზღვრულია 24 საათით და არის ფასიანი (ღირებულება შეადგენს 60 ლარს). მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ 1 წლის განმავლობაში ისარგებლონ 2 ხანგძლივი პაემნით, ხოლო წახალისების სახით – დამატებით 1 ხანგძლივი პაემნით; არასრულწლოვანთა შემთხვევაში – 3 ხანგძლივი პაემნით და წახალისების სახით, დამატებით ერთით. ხანგძლივი პაემნის წესს და პირობებს, აგრეთვე იმ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია ხანგძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა მინისტრი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

  

ირაკლი კენჭოშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

 
modules