- საქართველოს პარლამენიტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
- ოქმი #81
- 03.12.2010
- სხდომას ესწრებოდნენ:
- 1. ირაკლი კენჭოშვილი
- 2. გიორგი როინიშვილი
- 3. კობა ხაბაზი
- 4. თეიმურაზ ჩარკვიანი
- 5. ირაკლი ქავთარაძე
- 6. სერგო ქიტიაშვილი
- 7. დავით მახნიაშვილი
- 8. პეტრე მამრაძე
- სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი კენჭოშვილი
- სხდომის მდივანი: ქეთი ჩემია
- სხდომის დღის წესრიგი:
- 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ.”
- 2.
- 3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების შემდეგი კანდიდატურები:
- · ალექსანდრე ნალბანდოვის კანდიდატურა სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დასანიშნად;
- · ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის კანდიდატურა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დასანიშნად;
- · გიორგი გორგილაძის კანდიდატურა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დასანიშნად;
- · კონსტანტინე ქავთარაძის კანდიდატურა შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დასანიშნად.
- თამარ ჭელიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
- ირაკლი გორდულაძე - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე
- ირაკლი კენჭოშვილმა სხდომის წევრებს წარუდგინა სხდომის დღის წესრიგი და მიმართა თამარ ჭელიძეს დეპუტატებისთვის გაეცნო "საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმება.
- თამარ ჭელიძემ აღნიშნა, რომ Aმსგავსი ხასიათის შეთანხმება საქართველოს ევროკავშირის რვა წევრ სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული, რაც ხელს წყობს
- მათთან როგორც საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, ასევე
- თავისუფალი კონკურენციის განვითარებას, მომსახურების პირობების ამაღლებას, ტურიზმის განვითარებასა და საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მისი განმარტებით, წარმოდგენილი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს, აგრეთვე საქართველოს მიერ დადებულ
- ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი განხილული შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
- ირაკლი გორდულაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სლოვაკეთის, პოლონეთისა და პორტუგალიის რესპუბლიკებში, აგრეთვე შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნისათვის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები.
- მომხსენებელმა წარმოადგინა ალექსანდრე ნალბანდოვის კანდიდატურა სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დასანიშნად და აღნიშნა, რომ ბატონ ალექსანდრეს 2007 წელს მინიჭებული აქვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. 2008 წლიდან დღემდე უკავია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. ამავე წელს იგი მსახურობდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ალექსანდრე ნალბანდოვის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება გასულ წლებში მოიცავდა სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტში, სახალხო დამცველის აპარატში, ეროვნული უშიშროების აპარატში და საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში წამყვან თანამდებობებს.
- პოლონეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნისათვის წარმოდგენილი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ირაკლი გორდულადძემ განმარტა, რომ ბატონ ნ. ნიკოლოზიშვილს 1998-2004 წლებში მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ხოლო 2006 წლიდან 2010 წლის 1 ივლისამდე დანიშნული იყო ამავე თანამდებობაზე სლოვაკიისა და სლოვენიის რესპუბლიკებში, 2010 წლის 1 ივლისიდან ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი წარგზავნილი იყო სლოვაკეთის რესპუბლიკაში ელჩად. 1998 წლიდან მინიჭებული აქვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის დიპლომატიური რანგი. მისი პროფესიული გამოცდილება წინა წლებში მოიცავდა სამეცნიერო, სასწავლო და საგამომცემლო სფეროებს.
- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ სხდომის წევრებს გააცნო გიორგი გორგილაძის კანდიდატურა, რომელიც წარმოდგენილია პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად დასანიშნად. ბატონ გ. გორგილაძეს 1977 წლიდან აქვს საჯარო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. იგი 1996 წლამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მეორე მდივანი, პირველი მდივანი, მინისტრის თანაშემწე, დიპლომატიური პროტოკოლისა და საკონსულო განყოფილების გამგე, დიპლომატიური პროტოკოლის განყოფილების გამგე, დიპლომატიური პროტოკოლის სამმართველოს უფროსი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 1996-2004 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიის პროტოკოლის სამსახურის უფროსად, მთავარ სახელმწიფო მრჩეველად, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსად. მომდევნო წლებში ეკავა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – პროტოკოლის სამსახურის უფროსის თანამდებობა. 2008 წლის 19 მარტიდან 2010 წლის 15 აპრილამდე იყო შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ამავე წლის 1 ივლისამდე მსახურობდა შვეიცარიის კონფედერაციაში, ლიხტენშტაინის სამთავროში ელჩად, ხოლო 1 ივლისიდან დანიშნული იყო შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. გიორგი გორგილაძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი და ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.
- ირაკლი გორდულაძემ აღნიშნა, რომ შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნისათვის წარმოდგენილია კონსტანტინე ქავთარაძის კანდიდატურა. ბატონ კ. ქავთარაძეს განათლება მიღებული აქვს ვენის დიპლომატიურ აკადემიაში საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 1990-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მთავარი საწარმოო-კომერციული სამმართველოს ექსპერტ-კონსულტანტად, სამინისტროს კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა სამმართველოს რეფერენტად და შემგეგ – მეორე მდივნად; აგრეთვე კულტურის, პარტნიორულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ჰუმანიტარულ ურთიერთობათა განყოფილების უფროსად. 1995-2000 წლებში კონსტანტინე ქავთარაძე იყო საბერძნეთის რესპუბლიაში საქართველოს გენერალური საკონსულოს პირველი მდივანი, შენდეგ კი – ვიცე-კონსული. 2005 წლამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთოს სამმართველოს უფროსი, კულტურის დეპარტამენტის დირექტორის მოედგილე, მოგვიანებით ამავე დეპარტამენტის დირექტორი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. კონსტანტინე ქავთარაძე 2006 წლის 1 თებერვლიდან არის პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2004 წელს მას მიენიჭა ამავე თანამდებობის დიპლომატიური რანგი.
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ალექსანდრე ნალბანდოვის სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში, გიორგი გორგილაძის პორტუგალიის რესპუბლიკაში და კონსტანტინე ქავთარაძის შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად დანიშვნას.
-
- ირაკლი კენჭოშვილი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
|