ოქმი #130

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისთვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის

ოქმი #130

                                                      

                                                                                                                                              21 ივნისი 2012 . 1500 საათი               

                                                                                                                                              კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439

 

სხდომის თავმჯდომარე:                              ელდარ კვერნაძე

                                             (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)

                           

სხდომას ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ჯ. მაღლაკელიძე, დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, გ. ტალახაძე, გ. ჭელიძე; რ. ფიფია,

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ

კომიტეტის წევრები:

ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), კ. კოპალიანი, ა. თავდგირიძე, ზ. გულიკაშვილი,

ლ. მინდელი;

მოწვეული სტუმრები:

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

პეტრე ზამბახიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ კომიტეტის აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.

 

კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი:

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსაწარმოდგენილს საქარტველოს ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი), და უნიკრედიტბანკ ავსტრიას (სესხის გამცემიშორის ექსპორტის საკრედიტო ხელშეკრულება (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის ხეობაში სათხილამუროსაბაგიროს  და გონდოლას მიწოდებისპროექტის საინჟინრო მომსახურებისაწყობისტექნიკური დახმარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციაში გაშვების დაფინანსებასთანდაკავშირებით).

                   მომხსენებელირუსუდან კემულარია 

                 (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

 

II. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი; "საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (პირველი მოსმენა)

    

                        მომხსენებელიპეტრე ზამბახიძე

               (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სამჭოს წევრი)

I. მოისმინეს:

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი), და უნიკრედიტ ბანკ ავსტრიას (სესხის გამცემი) შორის ექსპორტის საკრედიტო ხელშეკრულება (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტის გოდერძის ხეობაში სათხილამურო საბაგიროს და გონდოლას მიწოდების, პროექტის საინჟინრო მომსახურების, აწყობის, ტექნიკური დახმარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციაში გაშვების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი მოეწერა 2012 წლის 8 ივნისს. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს შეღავათიანი კრედიტის გამოყოფას, აღნიშნული კრედიტის მხარდაჭერას შეღავათიანი პირობების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო საკრედიტო გადასახდელების სუბსიდირების გზით და ავსტრიის კონტროლბანკი OეKB (Oესტერრეიცჰისცჰე Kონტროლლბანკ Aკტიენგესეიისცჰაფტ) Uნიჩრედიტ Bანკ Aუსტრია AG-ზე საკრედიტო გაცემის საშუალებით. საკრედიტო ხელშეკრულების ფინანსური  პირობები შემდეგია: სესხის ოდენობა 10.930.000 ევროა, დაფარვის ვადა 15 წელია, სესხის საპროცენტო წლიური განაკვეთი 0 %-ია, ადმინისტრირების გადასახადი სესხის თანხის 0,5 %,რომელიც გადასახდელია სესხის

ხელმისაწვდომობის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში. OეKB ერთჯერადი საგარანტიო პრემია და მომსახურების გადასახდელი 28.765.00 ევროს ოდენობით გადასახდელია სესხის ხელმისაწვდომობის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში.

წარმოდგენილი ხელშეკრულებით, სესხის თანხის მიმღებია საქართველო წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით. სამინისტროს  მიერ სესხის თანხები გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროთი იგივე პირობებით, რაც განსაზღვრულია წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულებაში. აღნიშნული საკრედიტო  ხელშეკრულება საფინანსო-ეკონომიკური თვალსაზრისით დადებით შედეგს მოიტანს.

აზრი გამოთქვესშერვაშიძემხინიკაძემ.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას.

(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

II მოისმინეს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა პეტრე ზამბახიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1331 მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია ნაცვლად თბილისის ტერიტორიისა გავრცელდება ყველა თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე. კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება და დამატება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის 239-ე მუხლში. კერძოდ, მუხლს ემატება 10ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების სსიპ-აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსათვის მინიჭებას. ასევე კორექტირება შედის ამავე მუხლის მე-10 ნაწილში და იგი შესაბამისობაში მოდის "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან, რომლის თანახმადაც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ეწოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის  პროექტის «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შეხახებ" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)

 

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

     

 

სხდომის თავმჯდომარე:                  კვერნაძე

 

 

  სხდომის მდივანი:                         ქველაძე

 
modules