| ოქმი #26 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სპორტის განვითარების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმი N26 18 მარტი 2011 წ. სხდომას უძღვებოდა: საბჭოს თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე სხდომას ესწრებოდნენ: საბჭოს წევრები: ემზარ ზენაიშვილი, ზურაბ კახაბრიშვილი, თენგიზ გაჩეჩილაძე, თამაზ თევზაძე, გიორგი გალდავა, ნინო ქურდაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: გიორგი ასანიძე – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; გია ჩანჩიბაძე – საქარველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი; დაზმირ ჯოჯუა – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ექსპერტი. სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოში მოსწავლეთა ფიზიკური განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. 2. "საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” წიგნის პრეზენტაცია. სხდომის თავმჯდომარე: მიესალმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს. Aგააცნო მათ დღის წესრიგი, რომელიც საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით: დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით: თავმჯდომარის ინფორმაციით, კვლავ იგეგმება 3000 წიგნის დაბეჭდვა, ამჟამად უკვე გაეროს ბავშვთა ფონდ "UNICEF"-ის დაფინანსებით. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ნაშრომის დევიზი არის "ჯანსაღი სკოლისათვის” და იგი არის წინაპირობა იმისა, რომ სკოლებში დაინერგოს სწორი მიმართულება სპორტის კუთხით. ეს არის რეალური მცდელობა, საქართველოს სკოლებში ფიზიკური განათლებისა და სპორტის გადაყვანის საბჭოური სისტემიდან ევროპულ ყაიდაზე. ემზარ ზენაიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ ნაწილშიც ევროპისკენ სვლა ჩვენი ქვეყნის არჩევანი და გარდაუვალი პერსპექტივაა. ზურაბ კახაბრიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელია დოკუმენტი განვიხილოთ, როგორც ამ დარგში არსებული ამჟამინდელი სიტუაციის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი აღწერილობის და რეკომენდაციების კრებული, რომელიც შესაძლებელია სახელმძღვანელოდ იქნეს გამოყენებული დარგის სპეციალისტებისათვის. დაზმირ ჯოჯუამ განაცხადა, რომ წიგნი არის უდავოდ დროული და უაღრესად საჭირო, მასში ასახულია ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია არა მარტო მომავალ სპორტსმენთა გამოსავლენად, არამედ მოზარდი თაობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების და გონებრივი განვითარებისთვის. მოწოდებული სამოქმედო გეგმა სრულიად პასუხობს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, UNICEF-ის, UNESCO-ს და მსოფლიო ბანკის 2000 წელს მიღებულ ერთობლივი გადაწყვეტილების ძირითად მოთხოვნას, რომლის მიზანია "სკოლებში ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისათვის ყველა რესურსის მიმართვა”. სხდომის თავმჯდომარემ შეაჯამა სხდომის შედეგები და დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის. საბჭოს თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ნინო ქურდაძე |






