|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის
ოქმი #129
15 ივნისი 2012 წ. 1300 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439
სხდომის თავმჯდომარე: ელდარ კვერნაძე
(კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ზ. გულიკაშვილი, ჯ. მაღლაკელიძე, ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, გ. ტალახაძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები:
ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), კ. კოპალიანი, რ. ფიფია, ა. თავდგირიძე, გ. ჭელიძე;
მოწვეული სტუმრები:
ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ კომიტეტის აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.
კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ა. ალავიძის და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/624; 25.05.2012) (მესამე მოსმენა)
მომხსენებელი: ანდრო ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება (¹1/202; 11.06.2012) "რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა, მაინის ფრანკფურტი (KFჭ) დასაქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი), მათ შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურისდაწესებულებათა რეაბილიტაცია; ფაზა III-სანიაღვრე სისტემა)” (¹07-3/639; 08.06.2012)
მომხსენებელი: რუსუდან კემულარია (ფინანსთაAმინისტრის მოადგილე)
I. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ მესამე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის: მ. ცქიტიშვილის და მის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისას რედაქციული სახის შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების: ა. ალავიძის და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "ადგილობრივიმოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
II მოისმინეს:
ფინანსთაA მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "რეკონსტრუქციისსაკრედიტო ბანკსა, მაინის ფრანკფურტი (KFჭ) და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი), მათ შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმშიკომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია; ფაზა III-სანიაღვრე სისტემა)” მისი ინფორმაციით, დაფინანსების მიზნით 2012 წლის 31 მაისს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFჭ) და საქართველოს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება 6,988,338.99 ევროს ოდენობის თანხაზე. წარმოდგენილი შეთანხმებით, სესხის თანხის მიმღები იქნება საქართველო წარმოდგენილი ფინანსთაA სამინისტროს სახით, რომელიც თანხებს გადასცემს თვითმმართველ ქალაქ ბათუმს იგივე პირობებით, რა პირობებითაც მოხდება აღნიშნული თანხის აღება საქართველოს მიერ. პროექტის განმახორციელებელი სააგენტო იქნება თვითმმართველი ქალაქი ბათუმი (რომელიც არის სამივე ფაზის განმახორციელებელი სააგენტო).
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებას, რომელიც ხორციელდება სამ ფაზად და ითვალისწინებს ბათუმში წყალმომარაგების და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, წყლის რეზერუარების და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა–რეაბილიტაციას, აგრეთვე საკანალიზაციო სისტემის შექმნას აჭარის სანაპირო სოფლებში, კერძოდ გონიოში, კვარიათში, სარფში და ახალსოფელში. აღნიშნულის განხორციელების მიზნით გერმანიის მთავრობის მიერ (KFჭ-ს მეშვებით) უკვე გამოყოფილია ფინანსური რესურსი დაახლოებით 102 მლნ. ევროს (მათ შორის დაახლოებით 19.44 ევრო გრანტის სახით) ოდენობით. KFჭ ასევე უწევს ადმინისტრირებას ევროპის კავშირის (EU) მიერ ამ პროექტისთვის გამოყოფილ გრანტს 4.0 მლნ. ევროს ოდენობით, რომლის ფარგლებშიც ბათუმის მიმდებარე სამ სოფელში (ჩაქვი, მწვანე კონცხი და მახინჯაური) განხორციელდა არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და აღნიშნული სოფლების უზრუნველყოფა დეცენრტალიზებული წყალარინების სისტემებით. ბათუმის ძველ ისტორიულ უბანში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, რითაც შესაძლებელი გახდა წყალმომარაგების 24 საათიანი რეჟიმის უზრუნველყოფა. ეს პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად ხდება სხვა უბნების გადაყვანა წყალმომარაგების ახალ რეაბილიტირებულ სისტემაზე.
გადაწყვიტეს:
კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას.
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე: ე. კვერნაძე
სხდომის მდივანი: ბ. ქველაძე
|