|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის
ოქმი #128
8 ივნისი 2012 წ. 1500 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439
სხდომის თავმჯდომარე: ელდარ კვერნაძე
(კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ზ. გულიკაშვილი, გ. ჭელიძე, ჯ. მაღლაკელიძე, ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ი. შერვაშიძე, გ. ტალახაძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები:
ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), კ. კოპალიანი, რ. ფიფია, ა. თავდგირიძე;
მოწვეული სტუმრები:
ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გურანდა ჯაბუა – საქართველოს პარლამენტის წევრი
პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი გორდულაძე – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ კომიტეტის აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.
კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: გურანდა ჯაბუა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე: "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/628; 31.05. 2012) (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: გურანდა ჯაბუა (საქართველოს პარლამენტის წევრი)
2 საქართველოს პარლამენტის წევრების: გურანდა ჯაბუა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/629; 31.05.2012) (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: გურანდა ჯაბუა (საქართველოს პარლამენტის წევრი)
3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი (¹1/148; 04.06.2012) "საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასშორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ” (2011 და 2012)” შეთანხმება.
მომხსენებელი: ირაკლი გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე)
4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია «ძირითადი მიკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების საშუალოვადიანიძირითადი მიმართულებების შესახებ» (¹07-2/474, 25.05.2012.).
მომხსენებელი: პაპუნა პერტიაშვილი (ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)
5. საქართველოს პარლამენტის წევრების: ა. ალავიძის და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/624; 25.05.2012) (მეორე მოსმენა)
მომხსენებელი: ანდრო ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
I. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა გურანდა ჯაბუამ პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის: ანდრო ალავიძის და მის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” დამისგან გამომდინარე: "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” ცვლილების მიღების მიზეზია აღნიშნული კოდექსის დახვეწა და მოქმედების ეფექტურობის გაზრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრება სახელმწიფო ზედამხედველობის არასავალდებულო სახე, რომელიც მოიცავს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, მშენებლობის მწარმოებელი პირის (დამკვეთის) მიმართვის საფუძველზე, ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებას, განახორციელოს მიმდინარე მშენებლობის კონტროლი/შემოწმება (მშენებლობის ვადის განმავლობაში) და გასცეს რეკომენდაცია ობიექტზე არსებული დარღვევების შესახებ. რეკომენდაციის ვადაში დამრღვევის მიმართ არ გამოიყენება საჯარიმო სანქციები და მას შესაძლებლობა ეძლევა არქიტექტურული პროექტის კორექტირტების გზით აღმოფხვრას დარღვევები. მოცემული ცვლილებით შემოდის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს და მშენებელს შორის ურთიერთობის ახალი პრინციპი და საჯარიმო სანქციას ცვლის – რეკომენდაცია.
წარმოდგენილი პროექტით, ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაცემული რეკომენდაციის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს დაჯარიმებას კანონით დადგენილი წესით. ასევე ცვლილება ითვალისწინებს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესის შეწყვეტის საფუძვლებს და იმ გარემოებებს, რა დროსაც არ შეიძლება გამოყენებულ იქნას აღნიშნული ზედამხედველობის კონტროლის ფორმა.
ხოლო "მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ” კანონპროექტით კი განისაზღვრება ადგილობრივი მოსაკრებლის ახალი სახე, რაც დაკავშირებულია "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის საკრებულოს მიერ მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესის განსაზღვრის აუცილებლობასთან.
რაც შეეხება ,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონპროექტით განისაზღვრება ადგილობრივი მოსაკრებლის ახალი სახე, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს მიერ მშენებლობის სახელმწიფო- ტექნიკური ზედამხედველობის მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესის განსაზღვრის აუცილებლობასთან. აღნიშნული კანონით დგინდება მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა არაუმეტეს 7000 ლრისა, ხოლო მომსახურების სახეების მიხედვით კონკრეტული ტარიფების განსაზღვრის უფლებამოსილება ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს. მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” საქართველოს კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მისაღებად.
წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტის მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა გურანდა ჯაბუამ პირველი მოსმენით წარმოადგინა
საქართველოს პარლამენტის წევრის: ზვიად კუკავას და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "თავისუფალი ვაჭრობისა დაკონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია, აღნიშნული კანონის მიერ განსაზღვრული ცალკეული ტერმინების დახვეწა და მოქმედების ეფექტურობის გაზრდა, აქედან გამომდინარე ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის "რ” ქვეპუნქტში, რომელიც განსაზღვრავს სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროებს. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროებს ემატება, ასევე ის ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლებიც მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას.
წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების: გურანდა ჯაბუასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსკანონის პროექტის: "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენითგანსახილველად გატანას.
III მოისმინეს:
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ირაკლი გორდულაძემ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსმთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ” (2011 და 2012)” შეთანხმება. რომელსაც ხელი მოეწრა 2012 წლის31 მაისს და ითვალისწინებს გერმანიის მხარის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით 52,0 მლნ ევროს ოდენობით სესხის და 5,25 მლნ ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების(გრანტის) გამოყოფას შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად.
მისი ინფორმაციით, პროექტი "ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია ფაზა III, სანიაღვრე სისტემა" წარმოადგენს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებას, რომელიც ხორციელდება სამ ფაზად და ითვალისწინებს ბათუმში წყალმომარაგების და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, წყლის რეზერვუარების და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა - რეაბილიტაციას, აგრეთვე საკანალიზაციო სისტემის შექმნას აჭარის სანაპირო სოფლებში, კერძოდ გონიოში, კვარიათში, სარფში და ახალსოფელში. აღნიშნულის განხორციელების მიზნით გერმანიის მთავრობის მიერ (Kფჭ მეშვეობით) უკვე გამოყოფილია ფინანსური რესურსი დაახლოებით 102 მლნ ევროს (მათ შორის დაახლოებით 19.44 ევრო გრანტის სახით) ოდენობით.K(Kფჭ) ასევე უწევს ადმინისტრირებას ევროპის კავშირის (EU) მიერ ამ პროექტისთვის გამოყოფილ გრანტს 4.0 მლნ ევროს ოდენობით, რომლის ფარგლებშიც ბათუმის მიმდებარე სამ სოფელში (ჩაქვი, მწვანე კონცხი და მახინჯაური) განორციელდება არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და აღნიშნული სოფლების უზრუნველყოფა დეცენტრალიზებული წყალარინების სისტემებით. ბათუმის ძველ ისტორიულ უბანში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, რითაც შესაძლებელი გახდა წყალმომარაგების 24 საათიანი რეჟიმის უზრუნველყოფა. ეს პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად ხდება სხვა უბნების გადაყვანა წყალმომარაგების ახალ რეაბიტირებულ სისტემაზე.
პროექტი "იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაციის თანმდევი ღონისძიებები" წარმოადგენს გერმანიის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია" დამატებას. აღნიშნულისათვის გერმანიის მთავრობის მიერ ფინანსური დახმარების (გრანტის) სახით უკვე გამოყოფილია 10 მლნ ევრო, რომლის ფარგლებში მოხდება იძულებით გადაადგილებულ პირთა არსებული საცხოვრებლების რეაბილიტაცია (წყალტუბო, ქუთაისი, ფოთი) და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაა (ზუგდიდი).
აზრი გამოთქვა: ო. ხინიკაძემ
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტის მხარს უჭერს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირებას.
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
IV მოისმინეს:
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარმოადგინა. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია «ძირითადი მიკროეკონომიკურიპროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების საშუალოვადიანი ძირითადი მიმართულებების შესახებ» მან ხაზი გაუსვა რეგიონული განვითარების პრიორიტეტულ ღონისძიებებს, კერძოდ რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და მართვას, მათ შორის გამოყო საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება ადგილობრივი მნიშვნელობის გზების პროექტირება, აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე, ხიდების, გვირაბების მშენებლობა, არსებული გზების გაგანიერება-მოდერნიზება, ნაპირდაცვითი სამუშაოების წარმოება; საავტომობილო გადაზიდვებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა არსებული გზების რეკონსტრუქციის, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება და ზოგ შემთხვევაში უსაფრთხო ცენტრალური ქალაქების გვერდის ავლით, ახალი საგზაო მონაკვეთების მშენებლობის აუცილებლობა, რითაც გარკვეული ტერიტორიები გამოთავისუფლდება. აღნიშნული კი ტურიზმის განვითარებისა და ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობის საფუძველი იქნება.
ფინანსთაA მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემის დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფაზე, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისა და ორგანიზაციების ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრისგან დაცული სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფაზე, საქართველოს დიდ ქალაქებში და სოფლებში წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციაზე, მუნიციპალიტეტებში წყალსადენის სათავე ნაგებობის მოწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ტურისტულ –დასასვენებელ ცენტრებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას;
მან ასევე ისაუბრა მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაციაზე.
.მომხსენებელმა აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური დაცვის, მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
მინისტრის მოადგილემ ასევე დაწვრილებით ისაუბრა განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული პოლიტიკის გატარება ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების ამაღლებას
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: (ერთხმად
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია «ძირითადი მიკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროებისადა უწყებების საშუალოვადიანი ძირითადი მიმართულებების შესახებ» და მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
V. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის: მ. ცქიტიშვილის და მის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
აზრი გამოთქვა:
ელდარ კვერნაძემ კანონპროექტის მიმართ გამოთქვა შემდეგი სახის შენიშვნა, რომ კანონპროექტის პირველი მუხლის მეორე და მესამე პუნქტები გაერთიანდეს და ჩამოყალიბდესშემდეგი რედაქციით:
”2 ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება გაუქმდება დამოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში”
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.
ხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე: ე. კვერნაძე
სხდომის მდივანი: ბ. ქველაძე
|