Protocol N 23

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ  საქმეთა კომიტეტთან არსებული სპორტის განვითარების    სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმი N23

 

8 ოქტომბერი 2010 წ.

სხდომას უძღვებოდა: საბჭოს თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე
სხდომას ესწრებოდნენ:
საბჭოს წევრები: გიორგი გალდავა, თენგიზ გაჩეჩილაძე, როლანდ აბულაძე, თამაზ თევზაძე, ზურაბ კახაბრიშვილი, ირაკლი დოლაბერიძე, კახი კახიაშვილი, ნინო ქურდაძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

მაია ყუფარაძე– UNICEF-ის წარმომადგენელი;
თეა პაიჭაძე – ეროვნულ სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის მოადგილე;
ქეთევან ქობალია – განათლების ჯგუფის ექსპერტი;
დარეჯან ქობელაშვილი – განათლების ჯგუფის ექსპერტი;
ნანა დალაქიშვილი – განათლების ჯგუფის ექსპერტი;
ლევან კიკალიშვილი – საქარველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი;
გია ჩანჩიბაძე – საქარველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი;
ზოდიკო ფარქოსაძე – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

სხდომის დღის წესრიგი:

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების განხილვა 

სხდომის თავმჯდომარე: მიესალმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს. Aგააცნო მათ დღის წესრიგი, რომელიც საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით:

თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე მზადაა ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები. დოკუმენტში გაწერილია სამი ვადა, ესენია:

A - საკითხის გადაწყვეტა პირველივე წელს; B - საკითხის გადაწყვეტა 2-3 წელიწადში;  C - გრძელვადიანი ამოცანა.

აღნიშნული სამოქმედო გეგმა მოიცავს რეკომენდაციებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

1. ორგანიზაციულ სტრუქტურული ცვლილებები (განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის სამინისტროების სისტემაში);
2.მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სპორტული დარბაზებითა და მოედნებით უზრუნველყოფა, სპორტული ნაგებობების ბავშვებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა;
3. ბავშვთა და მოზარდთა სპორტის ეროვნული საშეჯიბრო სისტემა;
4. მოსწავლეთა ფიზაღზრდისა და ფიზიკური განათლების, სპორტის სკოლაში მასობრივად შეტანის ახალი სისტემა;
5. ბავშვთა სპორტის ფიზიკური აღზრდის სპეციალისტებითა და მწვრთნელთა კადრებით უზრუნველყოფა, მათი გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება;
თავმჯდომარემ საბჭოს გააცნო თითოეული რეკომენდაციის შინაარსი და იქვე დასძინა, რომ საჭიროდ მიაჩნია აღნიშნულ რეკომენდაციებს დაემატოს მე-6 განყოფილება, კერძოდ: საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აუცილებელია წინამდებარე ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ცხოვრებაში პრაქტიკული რეალიზაციისთვის.ვაჟა შუბლაძემ წინადადებით მიმართა საბჭოს წევრებს, რომ დეტალურად გაეცნონ აღნიშნულ სამოქმედო გეგმას და თავისი მოსაზრებები და შენიშვნები წერილობით წარმოადგინონ 15 ოქტომბრამდე.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს:

მაია ყუფარაძე დაინტერესდა უფასო იქნება თუ არა ბავშვებისთვის სკოლებში გახსნილი სპორტული სექციები?

ვაჟა შუბლაძემ განმარტა, რომ ეს არის სკოლის გადასაწყვეტი, მაგრამ რა თქმა უნდა უმჯობესია თუ აღნიშნული სექციები იქნება უფასო.

ზურაბ კახაბრიშვილმა განაცხადა, რომ იგი მზადაა სხვა ექიმებთან ერთად, საპილოტე სკოლებში სურვილის არსებობის შემთხვევაში, ბავშვებს ჩაუტარონ უფასო სამედიცინო კონსულტაცია.

როლანდ აბულაძემ მადლობა გადაუხადა თავმჯდომარეს საინტერესო მოხსენებისთვის და დაინტერესდა უმჯობესი ხომ არ იქნება, თუ დოკუმენტში ტერმინს ,,ფიზაღზრდა” ჩავანაცვლებთ ,,ფიზიკური აღზრდით”.

თენგიზ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ეს არის სამსჯელო და შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა ვარიანტებიც აღნიშნული ტერმინის ჩასანაცვლებლად.

აგრეთვე აზრი გამოთქვეს:

გიორგი გალდავამ

თამაზ თევზაძემ

ლევან კიკალიშვილმა

კახი კახიაშვილმა

ირაკლი დოლაბერიძემ

დარეჯან ქობელაშვილა

ქეთი ქობალიამ

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:

საბჭოს წევრები და სხდომაზე დამსწრე საზოგადოება, გაეცნონ ეროვნული სტარეტეგიის სამოქმედო გეგმას და რეკომენდაციებს და მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე წერილობით წარმოადგინონ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები დოკუმენტთან დაკავშირებით.

დაევალოს გიორგი გალდავას, რომ 20 ოქტომბრამდე შეათანხმოს შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, რათა სპორტის მინისტრის მიერ მოხდეს აღნიშნული ეროვნული სტრატეგის გაცნობა-განხილვა.

დაევალოთ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, 20 ოქტომბრამდე შეათანხმონ შეხვედრა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, რათა მათ მიერ მოხდეს აღნიშნული ეროვნული სტრატეგის გაცნობა-განხილვა.

დაევალოს პროექტის ჯანდაცვის ექსპერტს დაზმირ ჯოჯუას, 20 ოქტომბრამდე შეათანხმოს შეხვედრა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან და ჯანდაცვის მინისტრთან, რათა მათ მიერ მოხდეს აღნიშნული ეროვნული სტრატეგის გაცნობა-განხილვა.

თავმჯდომარემ აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია საბჭოს წევრებს, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ, საჭიროა აღნიშნული დოკუმენტის წიგნად გამოცემა (7 000 ცალი), რათა მოხდეს მისი დარიგება საქართველოს ყველა სკოლაში ფიზაღზრდის პედაგოგებისა და სკოლის დირექტორებისთვის. ვინაიდან პროექტი გრძელვადიანია და ის წლების მანძილზე უნდა დამკვიდრდეს  სკოლების ცხოვრებაში, წარმოუდგენელია მისი რეალური განხორციელება ამ სტრატეგიის დაბეჭდვისა და გავრცელების გარეშე. ეს სულ ჯდება 25 000 დოლარი. ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება USAID-ის ორგანიზაცია ჭორლდ Learning-თან, რომელიც მზადაა წილობრივი მონაწილეობა მიიღოს ამ საქმეში და ეს პროცესი დააფინანსოს 10 000 დოლარით, ხოლო დარჩენილი თანხის მოსაძიებლად მიმდინარეობს მილაპარაკებები გაეროს ბავშვთა ფონს UNICEF -თან.

ვაჟა შუბლაძემ შეაჯამა სხდომის შედეგები და დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.

საბჭოს თავმჯდომარე                                  ვაჟა შუბლაძე

საბჭოს აღმასრულებელი მდივანი               ნინო ქურდაძე

 
modules