| ოქმი N 22 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სპორტის განვითარების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმი N22
24 სექტემბერი 2010 წ. სხდომას უძღვებოდა: საბჭოს თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე სხდომას ესწრებოდნენ: საბჭოს წევრები: გიორგი გალდავა, თენგიზ გაჩეჩილაძე, ემზარ ზენაიშვილი, თამაზ თევზაძე, ირაკლი დოლაბერიძე, კახი კახიაშვილი, ნინო ქურდაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: გიორგი მახათაძე – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი; ბენჟამინ პერკსი– UNICEF-ის წარმომადგენელი; ლია სირაძე – UNICEF-ის წარმომადგენელი; თეა პაიჭაძე – ეროვნულ სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის მოადგილე; ეკატერინე ლეჟავა – ეროვნულ სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის მოადგილე; ქეთევან ქობალია – განათლების ჯგუფის ექსპერტი; თათია პაჭკორია – განათლების ჯგუფის ექსპერტი; ნინო ალელიშვილი – სკოლამდელი განათლების ექსპერტი; დარეჯან ქობელაშვილი – განათლების ჯგუფის ექსპერტი; ნანა დალაქიშვილი – განათლების ჯგუფის ექსპერტი; ვლადიმერ ვარდოსანიძე –განათლების ჯგუფის ექსპერტი; ეკა ეზუგბაია –განათლების ჯგუფი; ზაალ ვარსიმაშვილი –განათლების ჯგუფი; თამაზ ლაითაძე – განათლების ჯგუფი; მალხაზ ჯორბენაძე – სპორტის ექსპერტი; რუსუდან აფციაური – თარჯიმანი; შორენა ხუხუა – ექსპერტი; დაზმირ ჯოჯუა – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ექსპერტი. სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიის III თავის, ანუ ქართული მოდელის განხილვა. 2. სამომავლო მუშაობის გრაფიკისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე: მიესალმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს. Aგააცნო მათ დღის წესრიგი, რომელიც საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით: თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე მზადაა ეროვნული სტრატეგიის III თავი, რომელსაც აქვს ორი დანართი: 1) სასკოლო ეროვნული თამაშების საშეჯიბრო სისტემის პროექტი. ვინაიდან სკოლაში ფიზიკურ აღზრდაში არ იწერება ნიშანი, ხოლო საშეჯიბრო სისტემა არის სპორტის სწავლების განუყოფელი ნაწილი, სწორედ ამ სისტემით ორგანიზებულ შეჯიბრებაზე მიღებული შედეგის მიხედვით მოხდება ბავშვების შეფასება. 2) ეროვნული სასწავლო გეგმა (კურიკულუმი), ანუ საგნობრივი პროგრამა სპორტში. ეს დოკუმენტი მომზადდა განათლების ჯგუფისა და უცხოელი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად. ეს არის ახალი, ევროპული სტანდარტის დონის კურიკულუმი, რომელმაც ექსპერტიზა გაიარა ლონდონის ორგანიზაცია "YOUTH SPORT TRUST"-ში სადაც მიიღო მაღალი შეფასება. თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო ახალი კურიკულუმის ძირითადი პრინციპები. რაც შეეხება ეროვნული სტრატეგიის III თავს, ეს არის სრულიად გააზრებული მოდელი იმისა, თუ რა უნდა დაინერგოს საქართველოში. აგრეთვე მიგნებულ იქნა ის ნორმატივივები რომელიც მოქმედებს ევროპაში, თუ ავიღებთ ევროსაბჭოს ციფრებს გამოთვლილია, რომ სპორტში ინვენსტირებულ ყოველ ევროში დაახლოებით 12 ევრო იზოგება ჯანდაცვაში, რაც ძალიან საყურადღებოა. მესამე თავი შედგება 8 ქვეთავისგან და ესენია: 1. სკოლის და სკოლის გარეშე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კურსის რაციონალური და ეფექტური განხორციელება; 2. სპორტის სფეროს სპეციალისტთა მომზადება და მათი გადამზადების (ტრენინგის) სისტემის შექმნა; 3. გამარტივებული საორგანიზაციო სტრუქტურის შექმნის მხარდაჭერა; 4. ფიზიკური განათლებისა და სპორტის საგნის თემატური და შინაარსობრივი რეფორმის მხარდაჭერა; 5. მოსწავლეთა შორის სპორტული საშეჯიბრო, მათ შორის სახალისო, ღონისძიებების მხარდაჭერა, ასევე ტალანტებზე, საშეჯიბრო სპორტის მიზნების განხორციელების პარალელურად, აქცენტირებული სისტემის მართვა; 6. სკოლის საგანმანათლებლო სპორტული საქმიანობების ხელშეწყობის მიზნით ფინანსური და იურიდიული გარემოს შექმნა; 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების სპორტულ აქტივობებში ინტეგრირება და ჩართვა; 8. სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვა და მათი სამედიცინო უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება. აგრეთვე მესამე თავში შემოთავაზებულია 3 განსხვავებული ვარიანტი (მოდელი) იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს სკოლაში მოსწავლეთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად. თავმჯდომარემ საბჭოს მოკლედ გააცნო სამივე მოდელის ძირითადი პრინციპები. დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: შორენა ხუხუა დაინტერესდა თუ საიდან მოხდება იმ სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება, რომლებიც ზემოთჩამოთვლილი მოდელების მიხედვით უშუალოდ ჩაერთვებიან სკოლაში ბავშვთა სამედიცინო ზედამხედველობის პროცესში? ვაჟა შუბლაძემ განმარტა, რომ ამ სამედიცინო პერსონალის დაფინანსება მოხდევა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით: ვაჟა შუბლაძემ განაცხადა, რომ მას პროექტში ჩართულ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად უკვე დაწყებული აქვს მუშაობა სამოქმედო გეგმაზე და მისი ვარაუდით სადღაც 20 ოქტომბერს ჩატარდება შუალედური სემინარი, სადაც ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველი საბოლოო მუშა ვარიანტის შეთავაზება მოხდება საზოგადოებისთვის. რის შემდგომაც, დოკუმენტში მოხდება ამ სემინარზე გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინება და ნოემბრის პირველ დეკადაში დასკვნით სემინარზე, რომელსაც აგრეთვე დაესწრებიან ლონდონის ორგანიზაცია "YOUTH SPORT TRUST"-ის ექსპერტები, მოხდება "საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” საბოლოო სახის პრეზენტაცია. რის შემდგომაც იგი მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად. აგრეთვე იგეგმება დოკუმენტის წიგნად (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოცემა. აზრი გამოთქვეს: ბენჟამინ პერკსმა განაცხადა, რომ მოხარული იმ პროგრესით, რომელიც იგრძნობა დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, ნამდვილად კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. აგრეთვე მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სტრატეგიის წერის პროცესი მიმდინარეობს გეგმის დაცვით და წინასწარ არის განსაზღვრული სამომავლოდ გადასადგმელი ყველა ნაბიჯი. ბენჟამინ პერკსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "UNICEF”-ი მხარს უჭერს და მიესალმება აღნიშნულ პროექტს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: საბჭოს წევრები და სხდომაზე დამსწრე საზოგადოება, გაეცნოს ეროვნული სტარეტეგიის III თავს და მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდე წერილობით წარმოადგინონ საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციება დოკუმენტთან დაკავშირებით. ვაჟა შუბლაძემ შეაჯამა სხდომის შედეგები და დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის. საბჭოს თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ნინო ქურდაძე |






