|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომის
ოქმი #127
1 ივნისი 2012 წ. 1500 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი ¹439
სხდომის თავმჯდომარე: ელდარ კვერნაძე
(კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები: ე. კვერნაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ო. ხინიკაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ზ. გულიკაშვილი, გ. ჭელიძე, ჯ. მაღლაკელიძე, ლ. მინდელი, დ. ბეჟუაშვილი, ა. თავდგირიძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ
კომიტეტის წევრები:
ვ. ბალავაძე (კომიტეტის თავმჯდომარე), კ. კოპალიანი, ი. შერვაშიძე, რ. ფიფია, გ. ტალახაძე;
მოწვეული სტუმრები:
ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
ვაჟა პეტრიაშვილი_ საქართველოს მთავრობის კანცელარიის ფისკალურ საკითხებში მრჩეველთაAჯგუფის (დეპარტამენტის) უფროსი
ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ კომიტეტის აპარატის უფროსი ვლადიმერ ჯიშიაშვილი და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.
კომიტეტის სხდომა გახსნა რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელდარ კვერნაძემ, მან დაადასტურა კვორუმის არსებობა და გააცნო კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: (¹1/110; 25.05.2012): "ბუღალტრული აღრიცხვისა დააუდიტრის შესახებ”, "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”, "საქართველოს ორგანული კანონის პროექტები:."ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებისშეტანის თაობაზე” (¹07-2/475; 25.05.2012) (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: ვაჟა პეტრიაშვილი
(მთავრობის კანცელარიის ფისკალურ საკითხებში მრჩეველთაAჯგუფის (დეპარტამენტის) უფროსი)
2 საქართველოს პარლამენტის წევრების: ა. ალავიძის და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (¹07-3/624; 25.05.2012) (პირველი მოსმენა)
მომხსენებელი: ა. ალავიძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
I. მოისმინეს:
ფისკალურ საკითხებში მრჩეველთაAჯგუფის უფროსმა ვაჟა პეტრიაშვილმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტრის შესახებ”, "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანისშესახებ”, "საქართველოს ორგანული კანონის პროექტები:. "ადგილობრივი თვითმმართველობის შეEსახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სისტემის შემდგომი განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტით ხორციელდება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროებში თვითრეგულირების შემოღება და ამ სფეროებში კონკრეტული გარემოს დანერგვა. საქართველოში დაინერგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, შემოღებული იქნება სტანდარტი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, დაინერგება აუდიტის თანამედროვე სისტემა და მოხდება აუდიტის ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რაც შეეხება გამომდინარე კანონპროექტებს:
"საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის მომზადების მიზანია "სახელმწიფო რეესტრის შესახებ”"საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” და "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის დებულებებთან.
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტში შედის რედაქციული სახის ცვლილება, კერძოდ: საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3 მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება საქართველოს კონტროლის პალატას და ქვეყნდევბა საჯაროდ.
ასევე რეგაქციული სახის ცვლილება შედის საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 136-ე მუხლის პირვველი ნაწილის "ო” ქვეპუნქტში, ხოლო ამავე ნაწილის "ნ” ქვეპუნქტი უქმდება.
წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირების კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტის მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "ბუღალტრული აღრიცხვისა დააუდიტრის შესახებ”, "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”, "საქართველოს ორგანული კანონის პროექტები:. "ადგილობრივითვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებისშეტანის თაობაზე” კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
(კომიტეტის დასკვნის ასლი ოქმს თან ერთვის)
II. მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა ანდრო ალავიძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა
საქართველოს პარლამენტის წევრის: მ. ცქიტიშვილის და მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ადგილობრივიმოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია მიმდინარე მშენებლობების სტიმულირება, მათი ექსპლუატაციაში მიღების დაჩქარება და მიმდინარე მშენებლობებისათვის შესაბამისი ხელსაყრელი გარემოს შექმნა. აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ორგანოს (ხოლო ქ. თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობას) ენიჭება უფლებამოსილება, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან გააფორმოს შეთანხმება გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობის შემცირების, მისი გადახდისაგან სრულად გათავისუფლების ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე გადახდის გადავადების შესახებ.
აზრი გამოთქვა: ელდარ კვერნაძემ და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სამშენებლო ინდუსტრიის სრულყოფისათვის, ამისგათვალისწინებით, წარმოდგენილ კანონპროექტში, უმჯობესი იქნება ზონალური მოსაკრებლის შეღავათების განსაზღვრის კრიტერიუმების ნათლად ასახვა. აქედან გამომდინარე,მიზანშეწონილად მიმაჩნია, კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო (ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობა) უფლებამოსილია მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქგანვითარებისა და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნის გათვალისწინებით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელთაც ამ მუხლის ძალაში შესვლის დროისათვის აქვთ ამ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, წერილობითი განცხადების საფუძველზე გააფორმოს შეთანხმება გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობის შემცირების, მისი გადახდისგან სრულად გათავისუფლების ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე მოსაკრებლის გადახდის გადავადების შესახებ. აღნიშნული შეთანხმების გაფორმებისას მოსაკრებლის გადამხდელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ შენობა_ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადებას წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოს გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის პირველ იანვრამდე და შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტი აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომის თავმჯდომარე: ე. კვერნაძე
სხდომის მდივანი: ბ. ქველაძე
|